პოლიტიკა: ნიკოლოზ რურუა: „აგვისტოს 5 დღე“ არაა შედევრი | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ რადიოსადგურ „მოსკოვის ექოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰოლივუდის რეჟისორ რენი ჰარლინის გახმაურებულ ფილმ „აგვისტოს 5 დღეს“ თავშეკავებული შეფასება მისცა. „ეს შედევრი არაა, მაგრამ, საერთოდაც, ვაღიარებ, ამასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული მოლოდინი არც მქონია“, - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ, როდესაც კომენტარს აკეთებდა ფილმზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომის შესახებ გვიყვება. „ზოგადად ბლოქბასტერების, ბოევიკების მოყვარული არა ვარ. მაგრამ ფილმი ფილმია. ვფიქრობ, ფილმი გადაღებულია ბოევიკის ჟანრში და საკმაოდ ნორმალურად არის გაკეთებული“, - ამასთანავე აღნიშნა საქართველოს კულტურის მინისტრმა. რურუას თქმით, იგი ძალიან მოხარულია, რომ ეს ფილმი გადაიღო ისეთმა ცნობილმა რეჟისორმა, როგორიცაა რენი ჰარლინი, რამდენადაც, მისი წყალობით მილიონობით ადამიანი ბევრს გაიგებს ამ ომის შესახებ. რაც შეესახება სახსრებს, რომლებითაც ეს ფილმი გადაიღეს, მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მას არ შეუკვეთავს და მისი გადაღებები ქართულ-უკრაინულმა კერძო კომპანიამ დააფინანსა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2883.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ივლ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.