პოლიტიკა: რუსეთის პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინისთვის „კვადრიგის“ პრემიის მიცემაზე უარის თქმა მშიშრობაა | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტუნისთვის გერმანული პრემია „კვადრიგას“ გადაცემაზე უარის თქმა მშიშრობისა და არათანამიმდევრულობის გამოხატვაა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევნა პრეს-კონფერენციაზე რუსულ-გერმანული სახელმწიფოთშორისი კონსულტაციების შედეგების მიხედვით, იუწყება “GHN“. კრიტიკის ტალღის გამო გერმანული პრემია „კვადრიგას“ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს 2011 წელს ოთხივე ნომინანტისთვის მის გადაცემაზე უარი ეთქვათ. პრემიის მზრუნველობითი საბჭო მკვეთრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა ერთ-ერთ ნომინანტად რუსი პრემიერი ვლადიმირ პუტინი გაეხადა, გადმოსცემს РИА Новости. „არ მინდოდა თქმა, მაგრამ ვიტყვი „კვადრიგას“ პრემიაზე, თუმცა არ მეკითხებოდნენ. სინამდვილეში ეს, ცხადია, გერმანიის თავის ტკივილია, და არა რუსეთისა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც პრემიებს ანიჭებს, შეუძლია აირჩიოს ისინი, ვის გადასცეს პრემიები და ვის არა, ვინ მოსწონს და ვინ არა. მაგრამ თუ გადაწყვეტილება მიღებულია, ეს გადაწყვეტილება უნდა სრულდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მშიშრობისა და არათანამიმდევრულობის გამოხატვაა“, - ხაზი გაუსვა მედვედევმა. მზრუნველობითი საბჭოს გადაწყვეტილებას პუტინისთვის პრემიის მინიჭების შესახებ არ დაეთანხმნენ რიგი მზრუნველები, საბჭოს შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი გამოვიდა. ხოლო ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, 2009 წლის პრემიის ლაურეატმა ვაცლავ გაველმა განაცხადა, რომ დააბრუნებდა თავის ჯილდოს, თუ ასეთივე ჯილდოს რუსი პრემიერი მიიღებდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2882.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ივლ. 2011, 19:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.