aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 ეკონომიკა: საქართველოში მოგების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მოგების გადასახადია. მოგების გადასახადის რეიტინგში, რომელიც ეკონომიკური ანალიზის ცენტრ „РИА аналитика“-მა შექმნა, სულ 37 ქვეყანა შევიდა, რომელთაგან საქართველო 31-ე ადგილზეა 15%-იანი მოგების გადასახადით. რაც შეეხება რეგიონის სხვა სახელმწიფოებს, აზერბაიჯანი და სომხეთი 20%-იანი მოგების გადასახადებით 21-ე და 22-ე ადგილებზე არიან.



გამოკვლევის ავტორთა განცხადების თანახმად, ყველაზე მაღალი მოგების გადასახადი იმ ქვეყნებშია, სადაც ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალი დონეა და ბიზნესი მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ატარებს. რეიტინგის ბოლოში კი მოხვდნენ ქვეყნები განვითარებადი ეკონომიკით, სადაც ბიზნესის განვითარებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საგადასახადო სტიმულირება. ასევე ის ქვეყნები, სადაც საგადასახადო ზრდას შეუძლია ეკონომიკა და ბიზნესი „ჩრდილოვანად“ გარდაქმნას.


მოცემული რეიტინგის მიხედვით, უდიდესი მოგების გადასახადი მალტაშია - 35%, მეორე ადგილზეა საფრანგეთი 34.4%-ით, მესამე ადგილზე კი - ბელგია 34%-ით.


ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი მოლდოვაშია და პრაქტიკულად 0%-ს შეადგენს. თუმცა, ექსპერტთა მტკიცებით, ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმატებული განვითარება დღემდე არ ფიქსირდება. რეიტინგის ბოლო ადგილებზე მრავალი ბიზნესმენისათვის საყვარელი კვიპროსი და ბულგარეთი მოხვდნენ 10%-იანი მაჩვენებლით.


გამოკვლევის ავტორთა განცხადებით, მოცემული რეიტინგი ადასტურებს, რომ მოგების გადასახადი ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების შემაჩერებელ გარემოებას არ წარმოადგენს, რამდენადაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში იგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფოებში უფრო სუსტი ეკონომიკით.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2881.html
განათავსა - Drakula | 19 ივლ. 2011, 19:38 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოში მოგების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian