მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა კიბოთი დაავადებულთა რიცხვის ზრდის დადებითი მხარეები აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
კიბოთი დაავადებულთა რიცხვის ზრდა 45 წელზე უფროს ადამიანებს შორის არც თუ ისე ცუდი ამბავია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, გვამშვიდებენ მკვლევარები. მიუხედავად იმისა, რომ გასული 30 წლის განმავლობაში იმ მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა, რომლებსაც არასანუგეშო დიაგნოზი წაუყენეს, 44000-დან 61000-მდე გაიზარდა, კიბოს სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებმა ასევე განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. შედეგად, ავადმყოფთა რიცხვის ზრდა ნაწილობრივ დაკავშირებულია სკრინინგის შემოღებასთან, რომელიც ავადმყოფობის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. ეს პაციენტის გამოჯანმრთელების შანსებს ზრდის, წერს The Independent. ბრიტანული ონკოლოგიური კვლევითი ცენტრის - Cancer Research UK-ის მონაცემებით, მხოლოდ 10 წლის განმავლობაში მკურნალობის დადებითი შედეგების რიცხოვნობა გაორმაგდა და თითქმის 50%-ს მიაღწია. ამასთან, მთლიანობაში საშუალო ასაკის ადამიანებს შორის კიბოს განვითარების შემთხვევების სიხშირე 17.9%-ით გაიზარდა. მამაკაცებს შორის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის კიბო. ფილტვების კიბოს შემთხვევების რიცხვი კი 1970-იანი წლების ბოლოდან 60%-ით შემცირდა, რაც მწეველთა რიცხვის შემცირების შედეგია. ამავე დროს, ქალებს შორის ყველაზე „პოპულარულია“ სარძევე ჯირკვლის კიბო და კანის კიბო. უკანასკნელი ხასიათდება ყველაზე ელვისებური გავრცელებით. 30 წლის განმავლობაში ამ ტიპის კინოს შემთხვევების სიხშირე სამჯერ გაიზარდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2879.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ივლ. 2011, 19:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.