aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეს საინტერესოა: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ექიმის არჩევისას? მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა ექიმებს ხანგრძლივად მომუშავეებზე უფრო იშვიათად უკვდებათ მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები. ამის შესახებ იტყობინება MSNBC.



მკვლევარებმა ნიუ-იორკის მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრიდან (ალბერტ აინშტეინის მედიცინის კოლეჯის საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან) გააანალიზეს 2002-2004 წლებში ჰოსპიტალიზებული 6.5 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემები. ამ პაციენტების მკურნალობით დაკავებული იყო 59 ექიმი. მკვლევარებმა აღნიშნული სპეციალისტები საექიმო პრაქტიკის ხანგრძლივობის მიხედვით დაყვეს: ხუთი წელი და ნაკლები, 6-დან 10 წლამდე, 11-დან 20 წლამდე და 20 წელზე მეტი. ანალიზისას გაითვალისწინებოდა მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ექიმი პაციენტს პირველად ხედავდა.


გაირკვა, რომ ყველაზე გამოცდილი ექიმების პაციენტები საავადმყოფოში საერთო ჯამში 70 პროცენტით უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მკურნალობდა ექიმი 5 წლამდე მუშაობის სტაჟით. შემოსვლიდან 30 დღის პერიოდში ამ სხვაობამ 50 პროცენტი შეადგინა.


ავადმყოფთა მდგომარეობაზე შესწორების შემოღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტებს უფრო იშვიათად უკვდებათ მხოლოდ მძიმე მდგომარეობაშ მყოფი პაციენტები. უფრო მსუბუქი დაავადებების მქონე ავადმყოფების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ექიმს შორის დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა.


მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ავადმყოფთა დიდი ნაკადის დროს 5 წელზე ნაკლები სტაჟის მქონე ექიმები მათ სტაციონარში ტოვებენ საშუალოდ ნახევარი დღით უფრო ნაკლები დროით, ვიდრე 20 წელზე მეტხანს მომუშავეები. პაციენტთა შედარებით დაბალი რიცხვის დროს ჰოსპიტალიზაციის ვადები არ განსხვავდებოდა.


როგორც აღნიშნეს მკვლევარებმა უილიამ საუზერნის ხელმძღვანელობით, მუშაობის ხანგრძლივი სტაჟის მქონე ექიმთა უმრავლესობა კვალიფიკაციის დადასტურებისაგან განთავისუფლებულები არიან. გამოკვლევის შედეგების საფუძველზე მეცნიერებმა რეკომენდაცია მისცეს დაავალდებულონ უფროს და ახალგაზრდა სპეციალისტებს, პერიოდულად გაიარონ სასერტიფიკაციო ტესტები.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2878.html
განათავსა - Drakula | 19 ივლ. 2011, 19:35 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ექიმის არჩევისას?" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian