aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ეს საინტერესოა: შედგენილია კინო-ბოროტმოქმედთა ჰიტ-აღლუმი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
„ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი დარტ ვეიდერი სათავეში ჩაუდგა კინოფილმების ყველაზე საზიზღარ ბოროტმოქმედთა სიას, რომელიც გამოცემა Entertainment Weekly-მა შეადგინა.



„ვეიდერი კლასიკური ბოროტმოქმედია: შთამბეჭდავი სიმაღლის, შიშის მომგვრელი ხმით (რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ ჯეიმს ერლ ჯონსს). იგი შესანიშნავად ხმარობს სინათლის ხმალს, აცვია შავი მოსასხამი და თან დამორჩილებული ჰყავს უამრავი გალაქტიკა. თუმცა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ ძალა მაინც მასთან რჩება, ამასთან დიდი რაოდენობით“, - ხსნიან საკუთარ თვალსაზრისს ჰიტ-აღლუმის შემდგენლები.


მეორე სტრიქონზე ერთდროულად აღმოჩნდა ორი მანიაკი ფილმიდან „კრავთა დუმილი“ - ჰანიბალ ლექტერი და ჯეიმ გამბი (ასევე ცნობილი როგორც ბუფალო ბილი). მესამე სტრიქონი უკავია ოფიცერს ამონ გეტს „შინდლერის სიიდან“.


ჩამონათვალის პირველი ათეული სრულად ასე გამოიყურება:


დარტ ვეიდერი („ვარსკვლავური ომები“);
ჰანიბალ ლექტერი და ჯეიმ გამბი („კრავთა დუმილი“);
ამონ გეტი („შინდლერის სია“);
ნორმან ბეითსი („ფსიქო“);
„ტყავის სახე“ („ტეხასური ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით“);
კაიზერ სოზე („საეჭვო პირები“);
ფრედი კრიუგერი („საშინელება ვიაზოვის ქუჩაზე“);
ვოლან-დე-მორტი („ჰარი პოტერი“);
ჰან ნუნიენ სინგხი („ვარსკვლავური გზა 2: ჰანის მრისხანება“);
გორლუმი („ბეჭდების მბრძანებელი“).


ამას გარდა, ბოროტმოქმედთა სიაში შევიდა ოთხი მულტიპლიკაციური პერსონაჟი, ყველა დისნეის სტუდიის სურათებიდან: კრუელა დე ვილი „101 დალმატინელიდან“ (მე-19 სტრიქონი), ლომი სახელად ნაიარევი „მეფე ლომიდან“ (24-ე სტრიქონი), ჯადოქარი მალეფისენტი „მძინარე მზეთუნახავიდან“ (29-ე სტრიქონი“) და ვეფხვი შერხანი „მაუგლიდან“ (მე-40 სტრიქონი).
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2876.html
განათავსა - Drakula | 19 ივლ. 2011, 19:34 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: შედგენილია კინო-ბოროტმოქმედთა ჰიტ-აღლუმი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian