aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: ედუარდ კოკოითი: ცხინვალს საქართველოსთან არავითარი კონფედერაცია და ფედერაცია არ ექნება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
2004 და 2008 წლებში სამხედრო მარცხების შემდეგ ამჟამინდელი ქართული ხელისუფლებები რევანშისთვის არიან განწყობილები, დარწმუნებულია სამხრეთოსური რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი, იტყობინება “GHN“.



მისი თქმით, თბილისში გაიგეს, რომ სამხედრო თვალსაზრისით უკვე არაფრის შეცვლაა შესაძლებელი, ამიტომ მუშავდება სხვადასხვა გეგმები, რათა სამხრეთ ოსეთი საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაში იქნას შეტყუებული, გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო „რესი“.


საქართველოსთან არავითარი კონფედერაცია და ფედერაცია არ უნდა გვქონდეს. თუ ამას დავუბრუნდებით, ჩვენი მომავალი თაობები ახალი ტანჯვებისა და გამოცდებისთვის იქნებიან განწირულნი. რისი გულისთვის ვიბრძოდით მაშინ და თავისუფლების საკურთხეველზე ამდენი სიცოცხლე განვათავსეთ?“ - თქვა სეპარატისტმა.


კოკოითმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი დღიდან სამხრეთ ოსეთი სწორი გზით მიდიოდა და დიდი წვლილი ამაში ე. წ. პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა შეიტანეს.


„მათ ჩვენს სახელმწიფოს მკაფიო პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარეს. ამ ფუნდამენტმა ჩვენ წინაშე მდგარი გლობალური ამოცანების რეალიზაციის შესაძლებლობა მოგვცა. შედეგად მსოფლიოს რუქაზე წარმოიქმნა ახალი ალანო-ოსური სახელმწიფო. ეს ჩვენი უმთავრესი შედეგია“, - განაცხადა მან.


სამომავლო ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე საუბრისას კოკოითმა განაცხადა, რომ იგი ხალხისთვის მიცემულ ყველა თავის დაპირებას შეასრულებს, ხოლო კანდიდატებს უსურვა გონივრულად მიუდგნენ წინასაარჩევნო კამპანიას და კეთილსინდისიერად შეასრულან საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები.


„არჩევნები აუცილებლად ჩატარდება მშვიდად, კანონის შესაბამისად. მაგრამ მათ საცნობად, ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილებას ჩამოგდებას ცდილობს, ცხოვრება ამაზე არ შეჩერდება. საჭიროა საკუთარი ხალხის პატივისცემა და დაფასება, იმიტომ რომ არჩევნები ტარდება, ხალხი კი რჩება, ხოლო ნეგატივი კი სწორედ მასზე აისახება“, - აღნიშნა მან.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2875.html
განათავსა - Drakula | 19 ივლ. 2011, 19:33 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ედუარდ კოკოითი: ცხინვალს საქართველოსთან არავითარი კონფედერაცია და ფედერაცია არ ექნება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 14 ნოემბერი 2024
  • English Georgian