მეცნიერება-ტექნოლოგიები: ინვესტორებმა ახალი სოციალური ქსელის - Google+-ის სტარტი შეაფასეს | მსოფლიოს ამბები | ||
ინტერნეტ-გიგანტ Google-ის აქციები კომპანიის მიერ ახალი სოციალური ქსელის - Google+-ის გაშვების მომენტიდან 11%-ით გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters. ინვესტორებმა Google-ის პროექტის სტარტს წარმატებული უწოდეს და გაზარდეს თავიანთი დაბანდებები კომპანიაში: სოციალური ქსელის არსებობის დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში Google-ის კაპიტალიზაცია 20 მლრდ დოლარით გაიზარდა, ხოლო მისმა საბაზრო ღირებულებამ 546 მლრდ დოლარს მიაღწია. ახლა საბირჟო მოთამაშეები ინტერნეტ-კომპანიის კვარტალურ ანგარიშს ელოდებიან, რომელიც მოგვიანებით, ხუთშაბათსმ ნიუ-იორკში ბირჟაზე ვაჭრობების საღამოს სესიის დახურვის შემდეგ იქნება წარმოდგენილი. გასული კვარტლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Google-ის აქციები 8%-ით დაეცა კომპანიის მაღალი ხარჯვების გამო: კონკურენტებთან, მათ შორის Microsoft-დან და Facebook-თან ბრძოლაში სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის კორპორაციამ ბიზნესის განვითარების ხარჯები გაზარდა. „Google+-მა კომპანიის გარშემო აჟიოტაჟი წარმოქმნა“, - მიაჩნია Reuters-ის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსებს. „ეს პროექტი მოწმობს Google-ის უნარს განვითარებისკენ, მიუხედავად მათი მასშტაბებისა“, - დარწმუნებულები არიან ექსპერტები. Google-მა სოციალური ქსელი Google Plusივნისის ბოლოს წარმოადგინა. შემმუშავებელთა ჩანაფიქრით, მან Facebook-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. მრავალი ექსპერტი უკვე ახლა აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელის სატესტო ვერსიის მომხმარებელთა უმრავლესობა „გამოსულებია“ მარკ ცუკერბერგის პლატფორმიდან. როგორც კომპანიაში იტყობინებოდნენ, Google Plus-ის უპირატესობათა რიცხვში მომხმარებელთათვის გასაგები პრივატულობის პარამეტრებია, საკუთარი მეგობრების გაერთიანების შესაძლებლობა ე.წ. წრეებში (ცალკეულ ჯგუფებში) და ყოველი ასეთი „წრისთვის“ დაშვების სპეციფიკური უფლებების განსაზღვრა. ჯერჯერობით Google Plusსატესტო მუშაობის რეჟიმშია, ხოლო რეგისტრაცია მასში მხოლოდ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი მოწვევებით წარმოებს. თარიღი, როდესაც სოციალური ქსელი ყველასათვის გახდება მისაწვდომი, შეტყობინებული არაა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2870.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.