შოუ-ბიზნესი: რიანა გახდა ყველაზე პოპულარული ქალი Facebook-ზე | მსოფლიოს ამბები | ||
მომღერალი რიანა გახდა ყველაზე პოპულარული ქალი Facebook-ზე. ამ მომენტისათვის აღნიშნულ სოციალურ ქსელში მისმა გვერდმა 40 570 154 „Like“ შეაგროვა, რაც თითქმის 23 ათასით მეტია, ვიდრე ლედი გაგას აქვს. ამასთან, ორივე შემსრულებელი ჯერ ვერ ახერხებს Facebook-ის ყველაზე პოპულარული მომხმარებლის - ემინემის გასწრებას. მისმა გვერდმა 43.28 „ლაიქი“ შეაგროვა. ემინემი ლიდერი გახდა 2011 წლის თებერვალში - მანამდე Facebook-ის ყველაზე პოპულარულ მომხმარებლად ლედი გაგა მიიჩნეოდა. ამასთან, ლედი გაგა დღემდე რჩება ლიდერი Twitter-ზე. რაოდენობამ მომხმარებლებისა, რომლებმაც მისი მიკრობლოგი გამოწერეს, 11.6 მილიონს მიაღწია. მეორე ადგილზეა ჯასტინ ბიბერი - მისი ბლოგის მკითხველთა რიცხვმა ცოტახნის წინ 11 მილიონს მიაღწია. რიანა Twitter-ის ყველაზე პოპულარულ მომხმარებელთა სიაში მე-13 ადგილზეა (6.1 მილიონი გამომწერი). ემინემის მიკრობლოგი კიდევ უფრო ნაკლებმოთხოვნადი გახდა - მას 4.9 მილიონი მომხმარებელი კითხულობს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2868.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 19:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.