კულტურა: პერუში XIV საუკუნის ხელუხლებელი აკლდამა აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
პერუს სამხრეთ ნაწილში მდებარე ლამბაიეკეს რეგიონში არქეოლოგებმა იპოვეს გაუძარცავი აკლდამა XIV საუკუნის მამაკაცისა, რომელიც მსხვეპლად შესწირეს წარმართულ ღმერთებს. აკლდამაში განსვენებული იყო დიდგვაროვანნის წარმომადგენლის ნეშტი. ახალგაზრდა მამაკაცი რიტუალური ცერემონიის შემდეგ დაკრძალეს. იგი წყლის ან ნაყოფიერების ღმერთს შესწირეს მსხვერპლად. საფლავში ასევე რამდენიმე სპილენძის დანა და 40-მდე კერამიკული ლარნაკი იპოვეს. შენარჩუნებულია ტანსაცმლის ნარჩენებიც კი. სულ ამ რაიონში გამოკვლევების წლების განმავლობაში არქეოლოგებმა 50 სამარხი იპოვეს, მაგრამ ასეთ კარგ მდგომარეობაში მყოფი საფლავები ჯერ არ შეხვედრიათ. ეს ნაპოვნი ისტორიკოსებს ადგილობრივი კულტურის შესახებ მეტის გაგების საშუალებას მისცემს. 2009 წლის სექტემბერში ამ რაიონში გაიხსნა მუზეუმი, რომელიც ჩოტუნა-ჩორნანკაპში გასაოცარ ნაპოვნებს ეძღვნებოდა. იმ ადგილას, სადაც მრავალი ათასწლეულის წინ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ლამბაიეკე არსებობდა, მუდმივად წარმოებს არქეოლოგიური გათხრები. „ეს მუზეუმი ლამბაიეკეს ცივილიზაციის ისტორიას მოყვება. მაგრამ არა მხოლოდ აღმოჩენილი რეალური ნივთების დახმარებით. ჩვენ გვსურს შევქმნათ წარსულში სრულფასოვანი ყოფნის ილუზია ნახატების, ფოტოტექნიკებისა და, ცხადია, წარმოსახვის დახმარებით“, - მოყვა მაშინ არქეოლოგმა კარლოს ლა ტორემ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2867.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 19:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.