კულტურა: მიქელანჯელოს ტილო შეიძლება პლანეტაზე ყველაზე ძვირი ხელოვნების ნაწარმოები გახდეს | მსოფლიოს ამბები | ||
პლანეტის ყველაზე ძვირი ხელოვნების ნაწარმოები (აუქციონზე მისი გაყიდვის შემთხვევაში) შეიძლება გახდეს ამას წინათ ოქსფორდის უნივერსიტეტის იეზუიტთა კოლეჯის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ნაპოვნი ტილო, რომელიც მიქელანჯელო ბუონაროტის ფუნჯს ეკუთვნის. ექსპერტთა შეფასებით, ღირებულება მაღალი აღორძინების დიდი იტალიელი ფერმწერის ნახატისა „ჯვარცმა, ქალწული მარიამი, წმინდა იოანე და ორი მწუხარე ანგელოზი“ აღწევს 100 მლნ ფუნტს (160 მლნ დოლარზე მეტს), იტყობინება ბრიტანული მასმედია. პლანეტის უძვირესი ხელოვნების ნაწარმოებების რეიტინგს ამჟამად სათავეში უდგას პაბლო პიკასოს ნახატი „შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“, რომელიც შარშან აუქციონ „ქრისტისზე“ 106.5 მლნ დოლარად გაიყიდა. მიქელანჯელოს შედევრის ავტორობას ადრე არასწორად მიაწერდნენ სხვა იტალიელ ფერმწერს - მარჩელო ვენუსტის. თუმცა ინფრაწითელი სხივების საშუალებით ნახატის შესწავლის შემდეგ იტალიელმა მეცნიერი ანტონიო ფორსელინო მივიდა დასკვნამდე, რომ ქმნილება სწორედ მიქალანჯელოს ფუნჯს ეკუთვნის. „ასეთი შედევრის შექმნა მხოლოდ მას შეეძლო“, - განაცხადა მკვლევარმა იტალიიდან. გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, ნახატი იეზუიტთა კოლეჯის მზრუნველობითმა საბჭომ 1930-იან წლებში აუქციონ „სოტბისზე“ შეიძინა. ახლა შედევრი შესანახად გააგზავნეს ხელოვნებისა და არქეოლოგიის ეშმოლოვის მუზეუმში - ეს დიდ ბრიტანეთში უძველესი საერთომისაწვდომი მუზეუმია, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან მოქმედებს. შემოდგომაზე იგეგმება ნახატის წარმოდგენა გამოფენებზე მილანსა და რომში. სენსაციურმა აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხელოვნების მოყვარულთა და კოლექციონერთა სამყაროში მაღალი აღორძინების პერიოდის გამოჩენილი წარმომადგენლების შემოქმედებით მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილი იქნა ლეონარდო და ვინჩის დაკარგულად მიჩნეული ნახატი „სამყაროს გადამრჩენელი“ (რომელიც დაახლოებით 1500 წლის პერიოდით თარიღდება), რომელიც ზოგიერთმა სპეციალისტმა თითქმის 120 მლნ ფუნტად (190 მლნ დოლარზე მეტი) შეაფასა. ამ დიდი იტალიელი ფერმწერის ქმნილება შესულია ექსპოზიციაში „ლეონადრო და ვინჩი: მილანის ეზის მხატვარი“, რომელიც 9 ნოემბერს ლონდონის ეროვნულ გალერეაში იხსნება. ისტორიული ცნობების თანახმად, მოცემული შედევრი ეკუთვნოდა ინგლისის მეფეს სტიუარტების დინასტიიდან კარლ I-ს (1600-1649 წწ), რომელიც სიკვდილით დასაჯეს ინგლისური რევოლუციის დროს. 1763 წელს სურათი აუქციონზე გაყიდა მისმა მფლობელმა - ბუკინგემის ჰერცოგის ვაჟმა. 1900 წელს იგი შეიძინა ცნობილმა ბრიტანელმა კოლექციონერმა სერ ფრედერის კუკმა. კუკის შთამომავლებმა სურათი აუქციონზე 1958 წელს გაიტანეს, სადაც იგი გაიყიდა ჩალის ფასად - იმ დროისთვისაც კი მორიდებულ თანხად, კერძოდ, 45 ფუნტად („დღევანდელ“ ფულზე გადაანგარიშებით 1 ათას ფუნტზე ნაკლებ თანხად). და ბოლოს, 2005 წელს იგი გამოუქვეყნებელ თანხად შეიძინა აშშ-ის ხელოვნების დილერთა კონსორციუმმა. ქმნილების ნამდვილობა გასულ წელს ნახატის ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ სპეციალისტებმა და მეცნიერებმა დაადასტურეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2865.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.