aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 სპორტი: ბრიტანელებმა ფიფას პრეზიდენტი ათწლეულის ბოროტმოქმედად აღიარეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დიდ ბრიტანეთში ტელეარხ Syfy-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეებმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი „ათწლეულის ბოროტმოქმედად“ აღიარეს. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის 75 წლის უფროსმა ხმათა 9.2 პროცენტი მიიღო და დაიკავა პირველი ადგილი გამოკითხვაში, გაუსწრო რა Royal Bank of Scotland (RBS)-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ფრედ გუდვინს. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror.



ბლატერი არაპოპულარული ფიგურა დიდ ბრიტანეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებისთვის ბრძოლის ფონზე გახდა. ინგლისის განაცხადი ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევნებში ჩავარდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი-2018 რუსეთს გადასცეს. ამ პერიოდში რიგი ბრიტანული მასმედია ფიფას ხელმძღვანელობაში არსებული კორუფციის შესახებ წერდა.


როგორც გამოცემა Belfast Telegraphწერს, გამოკითხვაში მესამე ადგილი ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ეშლი კოული მოხვდა, მეოთხე გახდა გოლფისტი ტაიგერ ვუდსი (ორივე სპორტსმენი ბოლო წლებში ღალატის გამო სკანდალურ ისტორიებში ხვდებოდა).


გამოკითხულთა ვერსიით „ათწლეულის გმირების“ სიას სათავეში ჩაუდგა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მეორე ადგილი დაიკავა ამერიკული კლუბ „ლოს-ანჯელეს გელაქსის“ ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა, მესამე და მეოთხე ადგილები პრინცმა უილიამმა და მწერალმა ჯოან როულინგმა დაიკავეს. გამოკითხვაში დაახლოებით ორმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2864.html
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 19:41 | ახალი ამბები »
 

"სპორტი: ბრიტანელებმა ფიფას პრეზიდენტი ათწლეულის ბოროტმოქმედად აღიარეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 სექტემბერი 2024
  • English Georgian