პოლიტიკა: გიგა ბოკერია: საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს წერილი მისწერა, პასუხად კი სიჩუმეა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაოფიციალურად მიაწოდა ინფორმაცია რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების პრობლემების შესახებ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის საბჭოს უფროსმა გიორგი ბოკერიამ ჟურნალ „Коммерсантъ Власть“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, იუწყება “GHN“. გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში მან მიუთითა, რომ ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში 12 ტერაქტი მოხდა, რომლებშიც ასე თუ ისე რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან ჩარეულნი და ამის შესახებ ქართული დელეგაცია გაეროს ჟენევის ოფისში კავკასიაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი მოლაპარაკებების ივნისის რაუნდების დროს საუბრობდა. „ჩვენმა პრეზიდენტმა მედვედევს წერილიც კი მისწერა. ჩუმად, არა პიარისთვის. გადმოსცა პრობლემის არსი. ჩვენ ვიფიქრეთ: იქნებ ეს ტერაქტები სპეცასამსახურების კერძო ჯგუფების ინიციატივაა? ეგებ და რუსეთის პრეზიდენტმა ამის თაობაზე არ იცის? მაგრამ რამდენადაც ჩვენც წერილზე პასუხი არ ყოფილა, მივხვდით, რომ რუსეთის პირველმა პირებმა მომხდარის შესახებ იციან“, - თქვა მან. ამასთან ერთად, ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მცდელობები შეიძლება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და ეკონომიკისთვის ზარალის მიყენების მიზნით წარმოებდა. „ეს ნებისმიერი ინვესტორისთვის სიგნალია, ეს დარტყმაა პირდაპირ ეკონომიკურ სიტუაციაზე. ყველაზე ცუდი რეკლამა ტერორისტული აქტია. აქ თუ ტერაქტია, აქ ინვესტირებაც არაა საჭირო, აქ არც ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2862.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 19:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.