პოლიტიკა: საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა. როგორც დღეს პრეზენტაციაზე მისმა წევრებმა განაცხადეს, ფრაქცია "ერთიანობა სამართლიანობისთვის" "რადიკალური ოპოზიცია" იქნება. ფრაქციას უხელმძღვანელებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი და დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. მის შემადგენლობაში შევიდა "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, დამოუკიდებელი დეპუტატები მეტრე მამრაძე, კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა როტაციული იქნება. 5 თვის შემდეგ ამ მოვალეობას დიმიტრი ლორთქიფანიძე შეასრულებს გია ცაგარეიშვილის ნაცვლად. ამ დროისათვის ლორთქიფანიძე ფრაქციის მდივანია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ კარლო კაპალიანი იქნა არჩეული. ფრაქციას თავისი წარმოამდგენლები სპიკერატშიც ეყოლება.პარლამენტის ვიცე–სპიკერის თანამდებობაზე ჯონდი ბაღათურიას კანდიდანტურა იქნება წარდგენილი. როგორც გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, ფრაქციის შემადგენლობაში არ შევა საპარლამენტო უმცირესობა და მისი აქტიურობის დასაწყისი იქნება ინიციატივა 26 მაისი მოვლენების საგამომძიებლო კომისიის შექმნის თაობაზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2859.html
| |||
განათავსა - consul | 18 ივლ. 2011, 19:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.