aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft-მა შესაძლოა უარი თქვას Windows ბრენდზე მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კორპორაცია Microsoft-მა შესაძლოა უარი თქვას Windows-ის ბრენდის გამოყენებაზე რომელიმე სხვა, უფრო თანამედროვე და აქტუალური სახელწოდების სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა დახურული კონფერენცია Worldwide Partner Conference-დან, რომელიც გასულ კვირას Microsoft-მა ჩაატარა.



როგორც ანონიმური წყაროები იტყობინებიან, კონფერენციის მსვლელობაში კორპორაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლეგენდარული სახელის გამოყენებაზე უარის თქმის იდეა სერიოზულად და სავსებით თვალსაჩინოდ განიხილება. საუბარია Microsoft-ის შემდეგ ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც მომავალში Windows 8-ს შეცვლის.


ზოგიერთი მონაცემით, ახალი „სუპერ-OC“-ის გამოყენება მოხდება სხვადასხვა კლასის გამომთვლელ მოწყობილობებზე - სმარტფონებით დაწყებული სტაციონარული კომპიუტერებით დამთავრებული. ამგვარად, კორპორაცია აპირებს ერთგვარი „ერთიანი ეკოსისტემის“ შექმნას, რომლიდანაც მომხმარებლებს კონკურენტთა პლატფორმებზე მიგრირება არ მოუნდებათ.


მიუხედავად ამ ვერსიის შესამჩნევი დამაჯერებლობისა, IT-სფეროს ექსპერტთა უმრავლესობამ Windows-ის ბრენდის „სიკვდილის“ შესახებ ხმები სკეპტიკურად მიიღეს, გადმოსცემს Infopackets. კონტრარგუმენტების სახით მოიყვანება სხვადასხვა მოსაზრებები, ამ სახელწოდების 25 წელზე მეტი ხნის ისტორიიდან დაწყებული, რომელიც ოდნავ უთმობს ასაკით თავად PC-ის (personal computer) ცნებას, დამთავრებული იმით, რომ Microsoft-ის თანამშრომლები, რომლებიც Windows-თან ერთად მილიონერები და მილიარდერები გახდნენ, შეუნარჩუნებენ მას სიცოცხლეს წმინდა სენტიმენტალური სურვილებიდან გამომდინარე.


ბრენდის შეცვლის ვერსიის მომხრეები საპასუხოდ შეგვახსენებენ Windows Vista-ს რამდენამდე შებღალულ რეპუტაციაზე და ოპერაციული სისტემა Android-ის პოპულარობის მკვეთრ გაზრდაზე, რომელმაც აჩვენა, რომ ამ დინამიურ ბაზარზე „ტრადიციული ღირებულებები“ დიდ პატივისცემაში არაა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2852.html
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 11:00 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft-მა შესაძლოა უარი თქვას Windows ბრენდზე" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian