aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეკონომიკა: Moody’s-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი გადასინჯვაზე გააგზავნეს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა ამერიკის საკრედიტო რეიტინგი გააგზავნა გადასინჯვაზე დაწევის შესაძლებლობით. მანამდე ამერიკას უკვე ემუქრებოდნენ მაქსიმალური დონის - Aaa-ს ჩამორთმევით, თუ ივლისის შუა რიცხვამდე არ იქნებოდა მიღწეული პროგრესი სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის საკითხში.



Moody's-ის პრეს-სამსახურმა კომპანიის ქმედებები ახსნა არსებული „დაბალი ალბათობით“ იმისა, რომ კონგრესი ვერ მოასწრებს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ, გადმოსცემს BFM.ru. ნასესხობების ზღვარის გაზრდა აუცილებელია იმისათვის, რომ არ იქნას დაშვებული ტექნიკური დეფოლტი მოკლევადიანი ვალდებულებების მიხედვით.


დემოკრატები და რესპუბლიკელები უკვე ორი თვეა, ვერ თანხმდებიან სახელმწიფო ვალის ზღვარის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო ადმინისტრაცია თანახმაა ხარჯების შემცირებაზე, მაგრამ, ამასთან, ბარაკ ობამა სთავაზობს მსხვილ ბიზნესს ჩამოართვას საგადასახადო შეღავათები და გაუზარდოს გადასახადები შეძლებულ ამერიკელებს. ბოლო ორი პირობა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს არ აწყობთ, რომლებიც, მიუხედავად ამისა, 10 წლის განმავლობაში 2 ტრლნ დოლარით ხარჯების შემცირებას მოითხოვენ. ამერიკის სახელმწიფო ვალმა თავის ზღვარს (14.29 ტრლნ დოლარს ან მშპ-ის 100%-ს) 2011 წლის მაისში მიაღწია.


ამას წინათ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უფროსმა ტიმოტი გაიტნერმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ოპოზიციას სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეუთანხმდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაქსიმალური ვადა შემდეგი კვირის ბოლოა.
წყარო - http://www.km.ru/

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2840.html
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:29 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: Moody’s-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი გადასინჯვაზე გააგზავნეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 ნოემბერი 2024
  • English Georgian