ეკონომიკა: საქართველოს ხელისუფლები ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგულებად რჩებიან | საქართველოს ამბები | ||
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლები ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგულები არიან. ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩატარდა. დიმიტრი გვინდაძემ ეკონომიკური თავისუფლების აქტის ძირითადი დეტალები განმარტა. მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების აქტი ითვალისწინებს, მდგომარეობს იმაში, რომ ახალი საერთო სახელმწიფო გადასახადების შემოღება მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი. იმავე კანონით, საბიუჯეტო ხარჯების მშპ-სთან თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, რაც, გვინდაძის თქმით, მთავრობის მიერ „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკის გაგრძელებაა. აქტის თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი - 60%-ს. გვინდაძის შეფასებით, ეს პარამეტრები გაზრდის ინვესტორთა ნდობას ქვეყნის მიმართ, ასევე ინვესტიციებს. ეკონომიკური თავისუფლების აქტი 2013 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2837.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.