ეკონომიკა: საქართველო რეალურად ახორციელებს ბაზრების დივერსიფიკაციას - ექსპერტი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველო უფრო აქტიურად აყოლებს ფეხს თანამედროვე გლობალიზაციის პროცესს და რეალურად ახორციელებს ბაზრების დივერსიფიკაციას“, - ასე აფასებს ექსპერტი ეკა ლეკაშვილი თბილისში გამართულ ქართულ-ჩინურ ბიზნეს-ფორუმს. იგი ორგანიზებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სავაჭრო-სამრეწველო პარატისა და დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ. ღონისძიებაში 30-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. „ჩინეთიდან ინვესტიციების შემოსვლა ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო, რომელსაც 2011 წლის მონაცემებით მშპ-ის წარმოების მიხედვით პირველი ადგილი უკავია და აშშ-საც კი გაუსწრო, ქართული ბაზრის მიმართ დაინტერესებულობას გამოხატავს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საქართველომ ჩინეთი, ვთქვათ, იაფი სამუშაო ძალით, ან წარმოების ფაქტორების იაფი ბაზრით დააინტერესა, მაგრამ აქ საუბარია ალბათ აბრეშუმის გზისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის აღდგენის, ასევე თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარების შესახებ, რაშიც, პერსპექტივაში, ჩინელი ბიზნესმენები ინვესტიციებს დააბანდებენ“, - აღნიშნა ლეკაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2836.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.