პოლიტიკა: კორძაია: ფოტოგრაფების საქმის ნაწილი მხოლოდ სასამართლო ეტაპზე გამხილდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თამარ კორძაიას ინფორმაციით, გამოძიების ეტაპზე ფოტოგრაფების საქმე მთლიანად დახურულია და ნაწილობრივ მხოლოდ სასამართლო ეტაპზე გაიხსნება. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას იმაზე, რომ „საქმეს არ ადევს გრიფი „საიდუმლოა“, კორძაიას თქმით, „გაუგებარია, რატომ თქვა ეს მინისტრმა, თუმცა როდესაც დაზუსტება დაიწყეს, მან განმარტა, რომ საქმის ნაწილი სასამართლოზე გაიხსნება“. „საუბარი არ ყოფილა იმის შესახებ, თუ რამდენი პროცენტით იქნება სასამართლო ღია და რამდენით - დახურული. უბრალოდ ცნობილია, რომ საიდუმლო დოკუმენტები სასამართლოზეც არ გაიხსნება, გამოძიების ეტაპზე კი გრიფი „საიდუმლოა“ მთელ საქმეს ადევს“, - განაცხადა კორძაიამ. მისივე თქმით, „დაკავებულთა ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქმესთან დაკავშირებულ საიდუმლო მასალებს, თუმცა მათ ხელი მოაწერეს ინფორმაციის გაუხმაურებას და ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თავად ადვოკატების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2833.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.