ეკონომიკა: ევროკომისია საქართველოს 50 მლნ ევროს გამოუყოფს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროკომისია საქართველოს 2011 წლის განმავლობაში 50.73 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 14 ივლისს, იქნა მიღებული. დაგეგმილია, რომ დახმარება გამოყენებული იქნება ევროკომისიის მიერ დღეს დამტკიცებული საქართველოს ყოველწლიური მოქმედებათა გეგმის რეალიზაციისათვის. კერძოდ, ფულის დახარჯვა დაგეგმილია სისხლის სამართლის სასამართლო სისტემის მხარდაჭერაზე, საქართველოში კონფლიქტებისა და შიდა გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაზე (დღეისათვის ქვეყანაში შიდა გადაადგილებულ პირთა რაოდენობა დაახლოებით 250 ათას ადამიანს შეადგენს). ევროკომისიამ დაამტკიცა რიგი ყოველწლიური მოქმედებათა გეგმები ქვეყნებისთვის - ევროკავშირის აღმოსავლური მეზობლებისთვის და მიიღო გადაწყვეტილება მათი რეალიზაციისთვის განკუთვნილი სახსრების გამოყოფის შესახებ. ასე, უკრაინამ მიიღო 30 მლნ ევრო ინსტიტუციონალური რეფორმებისთვის, მოლდოვამ - 78.6 მლნ ევრო ენერგეტიკის სფეროს რეფორმებისა და სასამართლო რეფორმისთვის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2832.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.