ეკონომიკა: კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის რეიტინგი დაწიეს „სანაგვემდე“ | მსოფლიოს ამბები | ||
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა ირლანდიის საკრედიტო რეიტინგი Ba1-ის დონემდე დაწია, ირლანდიური სახელმწიფო ობლიგაციების რეიტინგები გადაყვანილია სპეკულაციურ ან „სანაგვე“ კატეგორიაში. ამის შესახებ იტყობინება BBC. ირლანდიურ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული პროგნოზი ნეგატიური რჩება. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს გადაყწვეტილება გამოწვეულია „მზარდი შესაძლებლობით“ იმისა, რომ ირლანდიას შეიძლება დასჭირდეს ფინანსური დახმარების მეორე პაკეტი მანამ, სანამ იგი კაპიტალის ბაზრებზე დაბრუნებას შეძლებს. გასულ კვირაში სააგენტომ ასეთივე რეიტინგი პორტუგალიას მიუნიჭა, რამაც ევროპის კავშირის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. მანდვე, პორტუგალიაში, რამდენიმე ათობით ათასმა ადამიანმა შექმნა ჯგუფი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მონაწილეებმა მიზნად გამოაცხადეს „ბოლოს მოღება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების თვითნებობისთვის, რომლებიც მთელ ერებს ანგრევენ“ და, კერძოდ, დაბლოკეს Moody's-ის საიტი. Moody's-ის საიტთან წვდომა გარკვეული დროის განმავლობაში დაიბლოკა, მაგრამ მხოლოდ პორტუგალიელებისთვის. ერთი დღით ადრე ადგილობრივმა ჰაკერებმა სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი გატეხეს და თავის ქვეყანას უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი (A++) მაუნიჭეს. „ნუთუ არ დაიღალეთ იმის ყურებით, რომ სულელების გროვა მილიონობით ადამიანის ბედს წყვეტს და, ამასთან, ვიღაცას ამდიდრებს?“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში თანასაზოგადოების შემქმნელთა მიმართვაში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2828.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.