ეკონომიკა: აგვისტოს დასაწყისში აშშ-მ შეიძლება დეფოლტი გამოაცხადოს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() „მე ვერ მივცემ გარანტიას იმისა, რომ გადახდები გაგრძელდება. ეს არა მხოლოდ პენსიებია, ეს არა მხოლოდ ვეტერანებისა და ინვალიდებისთვის განკუთვნილი გადახდებია... ჩვენ უბრალოდ შეიძლება საკმარისი ფული არ უნდა გვქონდეს ხაზინაში“, - განაცხადა ობამამ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში. მანამდე აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ტიმ გაიტნერმა განაცხადა, რომ უკვე 2 აგვისტოს აშშ გამოაცხადებს დეფოლტს იმის გამო, რომ რესპუბლიკელებს არ სურთ სახელმწიფო ვალის ზღვარის გაზრდა. შედეგად ეკონომიკაში წარმოქმნილმა სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს 1930-იანი წლების დეპრესიის განმეორება და უმსხვილესი კრიზისი მსოფლიოს მასშტაბით. გაიტნერის თქმით, კონგრესს რამდენიმე დღე დარჩა იმისთვის, რომ სახელმწიფო ვალის ზღვარი აწიოს, აშშ-ის ეკონომიკაში არაშექცევადი შედეგების დადგომამდე. მოლაპარაკებებმა ობამასა და რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, ამ მომენტისათვის არანაირი შედეგი არ გამოიღო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2825.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:23 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.