aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ესპანეთში მსოფლიოში ფეხების პირველი გადანერგვა განახორციელეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ესპანელმა ქირურგებმა მსოფლიოში პირველად ჩაუტარეს პაციენტს ორივე ფეხის ტრანსპლატაცია. ოპერაცია, რომელიც 10 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ვალენსიის ჰოსპიტალ ლა ფეში ორშაბათს ღამით ჩატარდა, წერს El Mundo.



სპეციალისტთა ჯგუფს, რომელმაც უჩვეულო ქირურგიული ჩარევა განახორციელა, ხელმძღვანელობდა ცნობილი ესპანელი ტრანსპლანტოლოგი პედრო კავადასი. კავადოსის გუნდის მიერ განხორციელებულ გადანერგვების რიცხვში შესულია სახის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია, რომელიც ქვედა ყბისა და ენის გადანერგვას ითვალისწინებდა, ასევე ორივე წინამხრის გადანერგვა, რომელიც ესპანეთში პირველად განხორციელდა.


ფეხების ტრანსპლანტაციისთვის მზადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოებდა. მსოფლიო ტრანსპლანტოლოგიური ასოციაციის მხრიდან ოპერაციის განხორციელების თანხმობა ქირურგებმა ჯერ კიდევ წინა წლის ბოლოს მიიღეს. ასეთი ჩარევისთვის ტექნიკური შეზღუდვები არ არსებობდა, თუმაც მისი მიზანშეწონილობა საეჭვო იყო, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივი და უსაფრთხოა დაკარგული ქვედა კიდურების თანამედროვე პროტეზით შეცვლა.


ესპანელი ექიმების პაციენტი გახდა მამაკაცი, რომელმაც ტრავმის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა და მისთვის ფუნქციური პროტეზის პოვნა შეუძლებელი იყო. ამგვარად, დონორული კიდურების გადანერგვა პაციენტისთვის მოძრაობის უნარის დაბრუნების ერთადერთი ხერხი გახდა.


პედრო კავადოსის თქმით, ტრანსპლანტაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ოპერაციის წარმატების შესახებ ამჟამად ადრეა. უახლოესი კვირების განმავლობაში დადგინდება, შეძლებენ თუ არა ექიმები შეუთვისებლობის რეაქციის თავიდან არიდებას. ამას გარდა, მამაკაცს რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი ელის - მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ხელების ტრანსპლანტაციის შემდეგ ავადმყოფთა შემთხვევაში. ტრანსპლანტატების ზომის გათვალისწინებით, მათი ინერვაციის სრულ აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება განანერგილი ფეხების საყრდენი ფუნქციის აღდგენას.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2823.html
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:20 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ესპანეთში მსოფლიოში ფეხების პირველი გადანერგვა განახორციელეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 სექტემბერი 2024
  • English Georgian