aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: სინათლის სიჩქარე ბგერის სიჩქარემდე შეანელეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ყველასათვის ცნობილია, რომ სინათლის სიჩქარე, რომლის შესახებაც აინშტაინი ლაპარაკობდა, მიიღწევა ფოტონებით მხოლოდ ვაკუუმში, სხვა გარემოებებში კი იგი განსხვავებულია, ამასთან ერთი და იგივე გარემოში იგი განსხვავებულია სხვადასხვა ოპტიკური სიხშირისთვის. არასპეციალისტებისათვის ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ როდესაც სინათლე მოძრავ გარემოში გადის, ეს გარემო ისრუტავს მას და თან ითრევს.



ეფექტი თეორიულად ჯერ კიდევ 1818 წელს აღმოაჩინეს, ასი წლის შემდეგ კი მან ექსპერიმენტული დადასტურება მიიღო. მაგრამ ეს, რასაკვირველია, ძალიან შეუმჩნეველი ეფექტია - თუ, მაგალითად, მთელი ძალღონით დავატრიალებთ ფანჯრის მინას და მასში ქუჩაში გავიხედებით, მაშინ პანორამა ტრიალის მხარეს გადაადგილდება, მაგრამ ძვრა გრადუსის მემილიონედი ნაწილით იქნება გამოთვლილი, რის აღქმასაც ადამიანის თვალი ვერ შეძლებს.


ოტავისა და როჩესტერის უნივერსიტეტების ფიზიკოსთა ჯგუფმა გადაწყვიტა ეს ეფექტი ხილულად გადაექცია. მათ გამოიყენეს ის გარემოება, რომ ფოტონის „გატაცების“ ეფექტი მით უფრო ძლიერ ვლინდება, რაც უფრო ნაკლებია მისი სიჩქარე. სინათლის სიჩქარის კარდინალური შენელება ფიზიკოსებმა კი ჯერ კიდევ ათი წლის წინ ისწავლეს. მაგალითად, აშშ-ში მოიგონეს სინათლის შეჩერების მეთოდი ლალის კრისტალში, მისი წინასწარი დამუშავებით ისე, რომ იგი გამჭვირვალე იყოს მხოლოდ სინათლის ძალიან მკვრივი ზოლისთვის. როგორც ირწმუნებიან, 2003 წელს ასეთი ხერხით სინათლე შეანელეს „ფორმულა-1“-ის ბოლიდის ტიპობრივ სიჩქარემდე, ანუ 57 მ/წმ-მდე.


როჩესტერისა და ოტავის ფიზიკოსებს ეყოთ ის, რომ თავიანთ ლალის ღეროში მათ სინათლე ბგერის სიჩქარემდე (330 მ/წმ) შეანელეს. დაატრიალეს რა ლალი 3000 ბრუნი/წთ სიჩქარემდე, მათ შეძლეს ღეროში გაშვებული მწვანე ლაზერული სხივის დატრიალება 5 გრადუსით, გადმოსცემს CNews.


რასაკვირველია, მეცნიერებს არანაირი ახალი ფიზიკა არ უჩვენებიათ, მათ უბრალოდ ხილული გახადეს დიდი ხნის ცნობილი ეფექტი. „დიახ, ჩვენ ფუნდამენტური ოპტიკური პრინციპის დემონსტრაცია გვინდოდა, - ამბობს გამოკვლევების ერთ-ერთი მონაწილე სონია ფრანკე-არნოლდი, - თუმცა ჩვენ ნაშრომს შეიძლება პრაქტიკული გამოყენება ჰქონდეს.


ამ გამოყენებას, უმთავრესად, კავშირი აქვს კვანტურ კომპიუტერთან, როგორც ოპტიკური ინფორმაციის ჩაწერის ახალი მეთოდი. ამას გარდა, გამოსახულების დატრიალების ახალი ოფცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფორმაციის კოდირებისას. სტატია ექსპერიმენტის აღწერით გამოქვეყნებულია Science-ში.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2820.html
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:17 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: სინათლის სიჩქარე ბგერის სიჩქარემდე შეანელეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian