aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ეს საინტერესოა: ასტრონომებმა ირმის ნახტომის დასახლებულობის რუქა შეადგინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ისა და კანადის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ირმის ნახტომის სიცოცხლის ფორმირებისათვის ვარგისი ზონების რუქა. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდება ჟურნალ Astrobiology-ში, ხოლო მისი წინაპრინტი ხელმისაწვდომია საიტზე arXiv.org.



თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, გალაქტიკის სიცოცხლისთვის ვარგისი ზონა (Galactic Habitable Zone – GHZ) განისაზღვრება როგორც რეგიონი, სადაც საკმარისია მძიმე ელემენტები პლანეტების ფორმირებისათვის ერთი მხრივ, და რომელიც არ ექვემდებარება კოსმოსური კატაკლიზმების ზემოქმედებას, მეორე მხრივ. მეცნიერთა აზრით, მთავარი ასეთი კატაკლიზმებია ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები, რომლებსაც ადვილად შეუძლია მთლიანი პლანეტის „სტერილიზება“.


გამოკვლევების ფარგლებში მეცნიერებმა ააგეს ვარსკვლავების ფორმირების პროცესების, ასევე ზეახალი ვარსკვლავების I ტიპის (თეთრი ჯუჯები ორმაგ სისტემებში, რომლებიც მეზობელს მატერიას პარავენ) და II ტიპის (8 მზის მასაზე მეტი მასის მქონე ვარსკვლავის აფეთქება) კომპიუტერული მოდელი. შედეგად ასტროფიზიკოსებმა შეძლეს ირმის ნახტომის იმ რეგიონების აღნიშვნა, რომლებიც თეორიულად ცხოვრებისათვის ვარგისია.


ამას გარდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკაში ყველა ვარსკვლავის, სულ ცოტა, 1.5 პროცენტის (ანუ 3x1011 ვარსკვლავის დაახლოებით 4.5 მილიარდიდან) გარშემო, სხვადასხვა დროს, შესაძლოა დასახლებული პლანეტები არსებულიყო. ამასთან, ამ ჰიპოთეტიკური პლანეტების 75 პროცენტი უნდა იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მუდმივად „უყურებდეს“ ვარსკვლავს ერთი მხრიდან. შესაძლებელია თუ არა ასეთ პლანეტებზე არსებობდეს სიცოცხლე? ეს საკითხი ასტრობიოლოგთა კამათის საგანია.


GHZ-ის გამოსათვლელად მეცნიერებმა გამოიყენეს იგივე მიდგომა, რომელიც ვარსკვლავების გარშემო დასახლებული ზონების ანალიზის დროს გამოიყენება. ასეთ ზონას, ჩვეულებრივ, უწოდებენ რეგიონს ვარსკვლავის გარშემო, რომელშიც კლდოვანი პლანეტის ზედაპირზე შეიძლება არსებობდეს წყალი თხევადი სახით.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2818.html
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:10 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ასტრონომებმა ირმის ნახტომის დასახლებულობის რუქა შეადგინეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian