aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: ბოკერია: არავის უთქვამს, რომ საქართველო ჟენევის ფორმატიდან გამოდის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა „ტერორისტულმა კამპანიამ“ ჟენევის პროცესი ჩიხში შეიყვანა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ, ჟენევის პროცესისაგან მიღებული მცირე შედეგების მიუხედავად, თბილისი მაინც პროცესის გაგრძელებას ემხრობა.



ბოკერიამ, რომელიც ჟენევის დისკუსიებში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში მხარესთან დიალოგის წარმოება ძალიან რთულია, თუ მოლაპარაკებების პარალელურად ტერორისტული კამპანია ტარდება“.


„ამიტომ ჩვენ ნებისმიერი თვალსაზრისით გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს კამპანია შეწყდება და ადგილი არ ექნება ისეთ ინციდენტებს, მცდელობებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაში ჟენევის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა მან 12 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ტოქ-შოუში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“.


„ჩვენ ჟენევის პროცესის გაგრძელებაში დაინტერესებულები ვართ, ჩვენ ჟენევის პროცესიდან არ გამოვსულვათ“, - განაცხადა ბოკერიამ, - „ინტერპრეტაცია, რომ საქართველო, თითქოს-და, გამოდის, ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ აღნიშნული კამპანია გაგრძელდება, ეს, ბუნებრივია, ჟენევის პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს“.


მან ასევე განაცხადა, რომ ჟენევის პროცესით „იმედგაცრუება“ მისთვის გაუგებარია.


„არანაირი საგრძნობი შედეგები ჩვენ არ მიგვიღია, პოზიცია იყო და რჩება: უმჯობესია იყოს ადგილი, სადაც ტარდება დისკუსია, სადაც წარმოებს დიალოგი, როგორი დისტანციაც არ უნდა იყოს მხარეებს შორის, ვიდრე ასეთი ადგილი საერთოდ არ არსებობდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.


„ადგილი ჰქონდა ჟენევის პროცესის შედეგად გარკვეული ეფექტური მექანიზმების შექმნის მცდელობებს. ეს ინციდენტების აღმოფხვრის მექანიზმია. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, ამ მექანიზმს პერიოდულად ბოიკოტს უცხადებდა და ჟენევაში შეთანხმებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. მაგრამ, უმჯობესია, ეს ყველაფერი იყოს, ვიდრე პირიქით“, - განაცხადა მან.


7 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებების მე-16 რაუნდში მხარეები შეთანხმდნენ მე-17 რაუნდის ჩატარებაზე 2011 წლის 4 ოქტომბერს - ეს რაუნდებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ინტერვალია.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2816.html
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:08 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ბოკერია: არავის უთქვამს, რომ საქართველო ჟენევის ფორმატიდან გამოდის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian