ეკონომიკა: საქართველოში IT-სპეციალისტები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
პოსტსაბჭოთა სივრცეში IT-სპეციალისტები ყველაზე მაღალანაზღაურებადებია. კვალიფიკაციისა და სპეციალობის შესაბამისად, ინტერნეტ-სპეციალისტთა ხელფასი 3-დან 10-15 000 ლარამდე მერყეობს. „მაგთის“ გენერალური დირექტორის ირაკლი ლობჟანიძის თანახმად, დღესდღეობით საქართველოში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დიდი დეფიციტია, ამიტომ მათი პოვნა რთულია. „სპეციალისტთა ნაკლებობა მომსახურების ღირებულებაც აისახება. თუმცა ჩვენს კომპანიაში საშტატო თანამშრომლები არიან, ამიტომ, მათი დაქირავება არ გვიწევს“, - თქვა ირაკლი ლობჟანიძემ commersant.ge-სთან საუბრისას. საქართველოში IT-სპეციალისტების დეფიციტის და, შესაბამისად, მათი მაღალანაზღაურებადობის შესახებ საუბრობს DPA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იური ვიდერსი. საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტის პოვნის პრობლემაა, IT-სფეროში არსებული კადრები კი ძალიან ძვირადღირებულია, იმავე ბალტიის ქვეყნებთან, ბელარუსთან და სხვ. შედარებით. საქართველოში ისინი იმდენად ცოტაა, რომ დამქირავებლები იმისათვის, რომ არ დაკარგონ ისინი, იძულებულნი არიან, მაღალი ხელფასი გადაუხადონ“, - აცხადებს ვილდერსი. კომპანია UGT-ის გენერალური დირექტორის გიორგი ჭირაქაძის აზრით, დღეს საქართველოში IT-სერვისისთვის კადრების ღირებულება რამდენიმეჯერ უფრო ძვირია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში (იმავე ბელარუსში). „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ფასი და რაიმე ახლის შექმნა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ახალ Facebook-ს ან Google-ის გამოვიგონებთ. ამიტომ კონკურენტუნარიანები უნდა გავხდეთ ფასის მიხედვით. თუ ჩვენ სტანდარტულ სერვისებში შესვლა გვსურს, მოგვიწევს კონკურირება ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ინდოეთი, რუსეთი, ესტონეთი, ბელარუსი... მოცემულ შემთხვევაში მთავარი მნიშვნელობა აქვს ორი კომპონენტის არსებობას, ესენია: დიდი რაოდენობის განათლებული კადრები, რომლებიც, შესაბამისად, იაფი იქნება, და შრომის მართებული ორგანიზაცია იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი სწორი მუშაობა და დამატებითი ღირებულების შექმნა. ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ტექნოლოგიური განათლება, რომელიც საქართველოს, ფაქტობრივად, არ არის. საზღვარგარეთ ამ სპეციალობების განვითარებაზე მილიონობით დოლარი იხარჯება. სხვანაირად შეუძლებელია“, - აცხადება გიორგი ჭირაქაძე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2815.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.