ეს საინტერესოა: ბრაზილიაში ძუძუმწოვრების ახალი სახეობა აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ეროვნულ პარკში ძუძუმწოვართა აქამდე უცნობის სახეობის წარმომადგენელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ განაცხადა რიო-დე-ჟანეიროს ფედერალურმა უნივერსიტეტმა (UGRJ). მეცნიერთა მონაცემებით, აღმოჩენა შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაკაეს რაიონში ბუნების დაცვის ზონაში გაკეთდა. ფაუნის ახალი წარმომადგენელი აღმოჩნდა მინიატურული თაგვი, რომელიც ხეების ვარჯებში ცხოვრობს და მცენარეული საკვებით იკვებება. ცხოველმა, რომლის ზომაც რამდენიმე სანტიმეტრს არ აღემატება, მიიღო ლათინური სახელი Cerradomys goytaca ინდიელ-კოიტაკაზთა ტომის პატივსაცემად, რომლებიც ბრაზილიის ამ რაიონში ევროპელთა მოსვლამდე და პორტუგალიური კოლონიზაციის პირველ საუკუნეებში ცხოვრობდნენ. ახალი სახეობის პირველი წარმომადგენლები გააგზავნეს გამოკვლევებისთვის. მეცნიერებს მოუწევთ დაადგინონ მათი წარმომავლობა, ასევე შეისწავლონ ბინადრობის ადგილის ეკოლოგია და ქცევის თავისებურებები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2813.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ივლ. 2011, 20:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.