aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეკონომიკა: შეიქმნა ევროპის სტაბილურობის მექანიზმი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ევროჯგუფმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ორშაბათს საღამოს მუდმივი ევროპის სტაბილურობის მექანიზმის შექმნის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტი, რომელიც მოქმედებას 2013 წლის ივნისიდან დაიწყებს.



მისი მიზანია ევროსა და ერთიანი ევროპული ვალუტით მოსარგებლე სახელმწიფოების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. მისი მოცულობა 700 მლრდ ევროა.


დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროს ზონის 17 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა. ეს ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, სლოვენია, მალტა, საბერძნეთი, კვიპროსი, ესტონეთი და ფინეთი.


მუდმივი ევროპის სტაბილურობის მექანიზმი წინა წლის ზაფხულიდან მოქმედ დროებით ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდს შეცვლის.


„ის სახელმწიფოები, რომლებიც ერთიან ევროპულ ვალუტას იყენებენ, შეძლებენ სტაბილურობის მექანიზმის აქტივირებას ევროს მთლიანი ზონისთვის ფინანსური საფრთხის შემთხვევაში. ამ მექანიზმის ფარგლებში დახმარება საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი პირობებით იქნება შემოთავაზებული“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.


ამ სტრუქტურის მართვისათვის შეიქმნება მმართველთა საბჭო ევროჯგუფის თავმჯდომარის ან სპეციალურად არჩეული თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. მის სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ცენტრობანკის ეკონომიკური ბლოკის ევროკომისრები და მისი თავმჯდომარე. ამას გარდა, მმართველთა საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის დამკვირვებელთა სახით შესაძლოა მოწვეულ იქნან ევროზონაში არშემავალი ევროკავშირის სახელმწიფოების წარმომადგენლები.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2811.html
განათავსა - Drakula | 12 ივლ. 2011, 20:40 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: შეიქმნა ევროპის სტაბილურობის მექანიზმი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 სექტემბერი 2024
  • English Georgian