aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 საზოგადოება: საქართველოში ორი გაზეთი ფოტოს მაგივრად შავი კვადრატებით გამოვიდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ორი პოპულარული ქართული გაზეთი „ალია“ და „რეზონანსი“ სამშაბათს, 12 ივლისს, მოხელეთა სახეების გამოსახულებების მაგივრად შავი კვადრატებით გამოვიდა, რაც ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების ჯგუფის მხარდასაჭერად გაკეთდა.



გაზეთ „რეზონანსის“ პირველ გვერდზე შავი კვადრატით დაფარულია შსს-ის უფროსის ვანო მერაბიშვილის სახე, გაზეთ „ალიაში“ კი შავი კვადრატებით დაფარულია ყველა მოხელისა და თანამდებობრივი პირის სახის გამოსახულებები.


„აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაპატიმრებულები არიან“ - ასეთი წარწერაა ფოტოსურათების ქვეშ. ამას გარდა, „ალიამ“ პირველ გვერდზე თავის სათაურში განათავსა ფოტოკამერის სიმბოლური გამოსახულება, რომელიც წითელი ხაზით არის გადახაზული.


პროტესტის ასეთი გამოხატვა გახდა გამოხმაურება ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი აბდალაძის მიმართვაზე. მან არა მხოლოდ ქართულ გამოცემებს, არამედ Reuters-ის, Associated Press France Press-ის წარმომადგენლობებს საქართველოში სთხოვა უცხოური გაზეთებისა და ჟურნალებისთვის ფოტოინფორმაცია წარმოედგინათ შავი კვადრატებით მოხელეთა სახეების მაგივრად.


გაზეთი „ალია“ ასევე მოუწოდებს ყველა ფოტორეპორტიორსა და ვიდეოოპერატორს, დაპატიმრებულთა მხარდაჭერის ნიშნად, არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, არამედ ყველა პრეს-კონფერენციასა და ოფიციალურ შეხვედრაზე მოვიდნენ თეთრ მაისურებში შავი ხაზით გადახაზული ფოტოკამერის გამოსახულებით.


საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 7 ივლისს დააკავეს საქართველოში ევროპული ფოტო სააგენტო EPA-ს წარმომადგენელი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე და ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც საქართველოს შსს-თან კონტრაქტით მუშაობდა. გამოძიება ირწმუნება, რომ ქურციკიძე, თითქოს-და, დაკავშირებული იყო რუსეთის მთავარ სადაზვერვო მმართველობის თანამშრომლებთან და გედენიძისა და აბდალაძის დახმარებით „რუსეთის მოქალაქეებს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა“.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2808.html
განათავსა - Drakula | 12 ივლ. 2011, 20:34 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: საქართველოში ორი გაზეთი ფოტოს მაგივრად შავი კვადრატებით გამოვიდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 29 სექტემბერი 2024
  • English Georgian