ეკონომიკა: საქართველოში ვიზიტიორების რაოდენობით აზერბაიჯანი ლიდერობს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, 2011 წლის პირველ ექვს თვეში ევროპული ქვეყნებიდან (დსთ-ის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით) საქართველოს 388 000 ვიზიტიორი ესტუმრა (ყველა ვიზიტიორის 35%), რაც წინა წლის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. 2011 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებიდან საქართველოში 672 928 ვიზიტიორი (70.0%) ჩამოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 47%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში ამერიკიდან 11 934 ვიზიტიორი ჩამოვიდა (ვიზიტიორთა საერთო რიცხვის 1.1%), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია. აზიის ქვეყნებიდან - 31 001 ვიზიტიორი (2.8%) - წინა წლის მაჩვენებელზე 78%-ით მეტი; აფრიკიდან - 743 ვიზიტიორი (0.1%), 82%-ით მეტი წინა წლის მაჩვენებელზე; მსოფლიოს დანარჩენი ნაწილიდან - 3476 ვიზიტიორი (0.3%) – 164%-ით მეტი. 2011 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებიდან ვიზიტიორთა (672 928) დიდი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის (299 762 - დსთ-დან ყველა ვიზიტიორთა 45%, წინა წლის მაჩვენებელს 43%-ით აღემატება). სომხეთიდან 242 213 ვიზიტიორი ჩამოვიდა (საერთო რიცხვი 36%, წინა წლის მაჩვენებელზე 52%-ით მეტია). წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2807.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ივლ. 2011, 20:27 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.