aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 პოლიტიკა: ალექსეი ვენედიქტოვი: ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო ევროპული ქვეყანა, პოლიტიკის თვალსაზრისით კი პოსტსაბჭოური საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო ევროპული ქვეყანაა, პოლიტიკის თვალსაზრისით კი - პოსტსაბჭოური, მიაჩნია „მოსკოვის ექოს“ მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს საქართველოში მგზავრობის შედეგების მიხედვით, იტყობინება “GHN“.



„პოლიტიკის თვალსაზრისით ეს პოსტსაბჭოური ქვეყანაა. ჩემი შეგრძნება ასეთია. მე წარმომიდგენია, რომ ბატონი სააკაშვილი და მისი გუნდი სინგაპურს აშენებენ. აზიურ სინგაპურს, სადაც მოქალაქისა და ტურისტისთვის ყველაფერია მოსახერხებელი მანამ, სანამ იგი ხელისუფლებაში შეძრომას იწყებს. როგორც კი იგი ხელისუფლებაში შეძრომას იწყებს, ამხანაგი ... პოულობს შესაძლებლობას იმისა, რომ არ მისცეს ხელისუფლებაში შეძრომის საშუალება. ამ თვალსაზრისით, უპირობოდ, თუ მანდ არის დემოკრატია, იგი სინგაპურულია. ამ მიმართულებით პრობლემები არის ოპოზიციაშიც, პრობლემები აქვთ ბიზნესმენებსაც, რომლებიც ოპოზიციას აფინანსებენ, და პრობლემა არის მოსმენებთან დაკავშირებული სპეცსამსახურების მუშაობაში, თუმცა ამას, რასაკვირველია, უარყოფენ, ანუ არსებობს დემოკრატიის პრობლემები - ეს აღმოსავლური დემოკრატიაა. რაც შეეხება კონსტიტუციის ცვლილების პრობლემებს, მინდა ვთქვა, რომ ის შესწორებები, რომლებიც ახლა შეიტანება კონსტიტუციაში, რათა საპრეზიდენტოსაგან გახადონ ნახევარ-საპრეზიდენტო ან ნახევარ-საპარლამენტო (რესპუბლიკა), ეს სიტყვასიტყვით ისაა, რაც 2006 წელს ძველ მოედანზე განიხილებოდა, რათა ამხანაგი პუტინი გამხდარიყო მთავრობის უფროსი არა საპრეზიდენტო, არამედ ნახევარ-საპრეზიდენტო რესპუბლიკაში“, - აღნიშნა მან „მოსკოვის ექოს“ ეთერში.


ვენედიქტოვმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის შესწორებების წყალობით, სიმძიმის ცენტრი თითქოს-და გადაადგილდება და ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი.


„კონსტიტუციის შესწორებები უკვე ცნობილია. არჩევნები 13 წელს. მაგრამ ბოდიშს ვიხდი, თუ საზოგადოება დემოკრატიულია, მაშინ რატომაა საჭირო პრეზიდენტის წასვლასთან ერთად პარლამენტის მხარეს კონსტიტუციის შეცვლა? რისთვისაა ეს საჭირო?“ - აღნიშნა მან.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2806.html
განათავსა - Drakula | 12 ივლ. 2011, 20:22 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ალექსეი ვენედიქტოვი: ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო ევროპული ქვეყანა, პოლიტიკის თვალსაზრისით კი პოსტსაბჭოური" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian