პოლიტიკა: ალასანია: „საქართველოსთვის მოვლენების განვითარების აფრიკული სცენარი უკვე გასული ეტაპია" | საქართველოს ამბები | ||
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოში აფრიკული სცენარი არ განმეორდება, ვინაიდან მისთვის ეს უკვე გასული ეტაპია. ამის შესახებ ალასანიამ რადიო „მოსკოვის ექოსათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 26 მაისის ტრაგიკულმა მოვლენებმა ყველას უჩვენა, რომ ადამიანებს რეალური ცვლილებები სურთ, რამდენადაც არ არსებობს რეალური ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და სოციალური დაცვა. ალასანიას განცხადებით, ადამიანებს ამ ყველაფრის შეცვლა სურთ, მაგრამ არა დესტაბილიზაციის გზით. „მაისში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული ხალხი ფუნდამენტურად დემოკრატიულია. მიუხედავად იმისა, რომ არც მანამდე და არც ახლა შესაბამისი დემოკრატიული ინსტიტუტები არა გვაქვს. ასეთი ინსტიტუტების შექმნა კი სტაბილური დემოკრატიული განვითარების გარანტიაა - ეს მთავარი მიზანი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2804.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.