aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 პოლიტიკა: გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება სააკაშვილის ფსიქიკაზე იმოქმედა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბუქარესტში მიღებულმა უაპელაციო გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი იქნება, მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკაზე იმოქმედა, დარწმუნებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი სერგეი ლავროვი, იუწყება “GHN“.



„რუსული გაზეთის“ შეკითხვაზე ბათუმის ნავსადგურში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კრეისერ „მონტერეის“ შესვლის შესახებ პასუხის გაცემისას ლავროვმა მიუთითა, რომ ამას პროვოკაციად მიიჩნევს.


„დაგეთანხმებით იმაზე, რომ საუბარია პროვოკაციაზე. გასაგებია, რომ ამერიკელები დაპატიჟებულნი იყვნენ სამხედრო-საზღვაო სწავლებებში - „სიბრისში“ მონაწილებისათვის. კიდევ რაღაც სწავლებები უკვე საქართველოს ნაპირებთან ტარდებოდა. თუ ყველაფერი მონტრეს კონვენციის მკაცრი დაცვისას ხდება, რომელიც შავ ზღვაში უცხოური სამხედრო-საზღვაო ფლოტების ყოფნას ზღუდავს, მაშინ ამას რაიმე შეკითხვების გამოწვევა არ შეუძლია. მაგრამ როდესაც ვარიანტების დიდი რაოდენობიდან, რომლებიც ამერიკელებს ასეთ სწავლებებში ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ნებისმიერი თავისი სამხედრო-საზღვაო გემის ხარჯზე მონაწილეობის უზრუნველყოფის საშუალებას აძლევს, ამოირჩევა სწორედ რაკეტსაწინააღმდეგო აღჭურვილობით - სისტემა „იჯისით“ მოწყობილი კრეისერი „მონტერესი“, რომელიც უკვე დაგეგმილია ამერიკული რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სამხედრო-საზღვაო კომპონენტში ჩასართველად, რასაკვირველია, ამან არ შეიძლება არ გამოიწვიოს შეკითხვები“, - თქვა ლავროვმა.


მან მიუთითა, რომ შეკითხვებს იწვევს ის, რომ „მონტერეი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სწავლებებში მონაწილეობდა.


„მითუმეტეს, „მონტერეი“ საქართველოს ტერიტორიულ წლებში სწავლებებში მონაწილეობდა. ჩვენ კი ყველამ ვიცით, როგორ იმოქმედა მ. სააკაშვილის ფსიქიკაზე ნატოში მ. სააკაშვილის ჩათრევის შეუკავებელმა მისწრაფებამ, ბუქარესტში მიღებულმა უაპელაციო გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება, როგორი საზიანო როლი ითამაშა ამან მის მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ავანტიურული გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების უფროსმა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2802.html
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:37 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება სააკაშვილის ფსიქიკაზე იმოქმედა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 15 ნოემბერი 2024
  • English Georgian