ეს საინტერესოა: მეცნიერებმა პირველად გადაუღეს ფოტო თევზს „შრომის იარაღით“ | მსოფლიოს ამბები | ||
მეცნიერებმა პირველად გადაუღეს ფოტო თევზს, რომელიც ინსტრუმენტებს იყენებს. მეცნიერთა სტატია გაჩნდა ჟურნალ Coral Reef-ში, ხოლო მისი მოკლე შინაარსი მოჰყავს ScienceNOW-ს. აღმოჩენა გააკეთა პროფესიულმა დაივერმა და საზღვაო მკვლევარმა სკოტ გარდნერმა ავსტრალიის მახლობლად დიდი ბარიერული რიფის რაიონში ჩაყვინთვის დროს. გარდნერმა შეძლო ფოტო გადაეღო Choerodon schoenleinii-სთვის, რომელიც, აიღო რა პირში ნიჟარა, ამტვრევდა მას ქვაზე მანამ, სანამ იგი არ გაიხსნა. მკვლევართა აზრით, ამგვარი ქცევა კვალიფიცირდება როგორც ინსტრუმენტების გამოყენება, თუმცა ბიოლოგთა შორის ამ ტერმინის თაობაზე ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება ამჟამად არ არსებობს. ახალი ნაშრომის ავტორების აღნიშნავენ, რომ თევზების მიერ ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევები ადრეც ყოფილა ცნობილი, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი ამ პროცესის გადაღება. მანამდე ინსტრუმენტთა გამოყენებაში მრავალი სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმი იქნა შემჩნეული. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ შიმპანზეს შეუძლია „დანებით“ - ქვის წაწვეტებული ნატეხებით სარგებლობა. ისინი მათ პურის ხის ნაყოფების დამუშავებისთვის იყენებენ. თავის მხრივ, კაპუცინებს შეუძლიათ სწორად (ფორმით, წონითა და მასალით) შეარჩიონ ქვა სხვადასხვა სახის თესლებისა და თხილის გასატეხად. ამას გარდა, ცნობილია, რომ ფრინველები, კერძოდ, ყვავები, ინსტრუმენტებს მწერთა მოპოვებისას იყენებენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2800.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.