aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: გერმანიის ულტრათანამედროვე სადაზვერვო ცენტრის ნახაზები გაიტაცეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკაში მკაცრად დაცული ტერიტორიიდან გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ახალი ულტრათანამედროვე სადაზვერვო ცენტრის რამდენიმე საიდუმლო ნახაზი გაუჩნარდა. ამის შესახებ იტყობინება FOCUS.



გამოცემის მონაცემებით, საუბარია ტექნიკური და ლოჯისტიკური ცენტრების ვრცელ ნახაზებზე, რომლებზეც, სხვათა გარდა, აღნიშნულია ავარიული გასასვლელები, დამცავი სიგნალიზაციისა და საკაბელო შახტების ადგილმდებარეობები, გადაფარვებისა და კარებების სისქე.


როგორც გერმანული სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მიტანილი მატერიალური ზარალი უზარმაზარია. გარდა ამისა, მომხდარი მძიმე დარტყმა გახდა BND-ის რეპუტაციისათვის: გერმანულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი უცხოური სპეცსამსახურები უკვე ვეღარ იქნებიან დარწმუნებულები იმაში, რომ საიდუმლო დოკუმენტაცია ჯეროვნად არის დაცული.


თუ კერძოდ როგორ მოხდა ქურდობა, უცნობი რჩება. BND-ში რაიმე კომენტარზე უარს ამბობენ.


ამასთან, როგორც FOCUS-მა შეძლო გარკვევა, ნახაზები დაახლოებით ერთი წლის წინ გაიტაცეს. გამოცემა საუბრობს აღმაშფოთებელ შეცდომებზე საიდუმლო დოკუმენტაციასთან მოპყრობის პროცესში.


ბერლინში BND-ის ახალი სადაზვერვო ცენტრის ნახაზები ერთ-ერთმა არქიტექტურულმა ბიურომ შეიმუშავა და მშენებლობისა და ტერიტორიული დაგეგმვის ფედერალური სამსახურის მეშვეობით ისინი სამშენებლო მენარდეებს გადასცეს. ამასთან, სამშენებლო კომპანიებისაგან სამუშაოების დასრულების შემდეგ საიდუმლო დოკუმენტების განადგურება არავის მოუთხოვია.


გაჟონვა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მენარდე კომპანიის საშუალებით მოხდა. მისმა დირექტორმა, რომლის სახელიც გატაცებულ დოკუმენტებზე ფიგურირებს, აღნიშნა, რომ „არ გამორიცხავს კრიმინალურ სარჩულს“. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანიის განკარგულებაში მყოფი ყველა დოკუმენტი ან განადგურდა, ან უკან BND-ში გადაიცა.


BND-ის ახალი ულტრათანამედროვე ცენტრის მშენებლობა, რომელიც ხაზინას 1.6 მლრდ ევრო დაუჯდა, შარშან მარტში დასრულდა. ამჟამად გრძელდება სათავსების გაწყობის სამუშაოები. შენობების კომპლექსი აღმოსავლეთ ბერლინში „მსოფლიოს ახალგაზრდობის სტადიონის“ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ეროვნული საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები ტარდებოდა. კომპლექსის საერთო ფართობი 10 ჰექტარს შეადგენს, სამუშაო სათავსების ფართობი კი - 260 ათას კვადრატულ მეტრს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2799.html
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:31 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: გერმანიის ულტრათანამედროვე სადაზვერვო ცენტრის ნახაზები გაიტაცეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 სექტემბერი 2024
  • English Georgian