მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook-ზე ვიდეოჩატის ფუნქციასთან დაკავშირებული სპამია გაშვებული | მსოფლიოს ამბები | ||
სოციალურ ქსელ Facebook-ზე მავნე პროგრამა ვრცელდება. იგი მომხმარებლებს ვიდეოჩატის ფუნქციის ჩართვას პირდება, მაგრამ ამის მაგივრად მათ სპამს უგზავნის. ამის შესახებ იტყობინება Cnet ბლოგ Sophos' Naked Security-ზე მინიშნებით. ახალი სპამ-პროგრამა Facebook-ზე ცდილობს ვიდეოჩატის გაშვებას მავნე პროგრამა Video Call-ის საშუალებით, რომელიც მომხმარებლისაგან მისი სახელისა და პაროლის შეყვანას ითხოვს. როგორც გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, პროგრამა Video Call-ს ნამდვილად რომ ჰქონოდა კავშირი Facebook-ისა და Skype-ის ახალ ერთობლივ პროექტთან, მაშინ მანდ საჭირო არ იქნებოდა მომხმარებლის პირადი მონაცემების ხელმეორედ შეყვანა. ამას გარდა, ამ შემთხვევაში პროგრამა Video Callარ მოსთხოვდა მომხმარებელს სოციალურ ქსელში მომხმარებლის კედელსა და ახალი ამბების ნაკადში შეტყობინებების გამოქვეყნების ნებართვას. Skype-ისა და Facebook-ის ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ მარკ ცუკერბერგმა ოთხშაბათს განაცხადა. ორი კომპანიის პირველი ერთობლივი პროექტი სოციალურ ქსელში ინტეგრირებული ვიდეოჩატის ფუნქცია უნდა გახდეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2797.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.