საზოგადოება: საქართველოს პატრიარქი: ის, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის და ანადგურებს მას, აუცილებლად დაისჯება | საქართველოს ამბები | ||
„ის, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის და ანადგურებს მას, აუცილებლად დაისჯება“, - თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგების დროს, იტყობინება „GHN“. „ზოგიერთ ჩვენგანს მედიდურობა ახასიათებს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მათი სიტყვებია სწორი, სხვებისა კი - არა, ზოგიერთი სხვას ასწავლის, მაშინ, როდესაც თავად არ იცის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მფარველი წმინდა სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიაა. ის, ვინც ეკლესიას შეურაცხოფას უყენებს, აუცილებლად დაისჯება“, - თქვა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, ეკლესიაში უნდა იყოს სულიერი წინსვლა, ეკლესია ერს დაიცავს და მას მფარველობას გაუწევს. „უზენაესი დაიცავს ხილული და უხილავი მტრებისაგან. ისტორიულად ეკლესია ყოველთვის იცავდა საქართველოს, ეკლესია იყო და არის უდიდესი ძალა და ეს ძალა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული არაა. ეს ძალა იმისთვისაა, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს. ამიტომ ეკლესიას ფრთხილად უნდა მივეპყროთ და იგი ჩვენს გულებსა და გონებაში უნდა იყოს“, - თქვა ილია მეორემ. ქადაგების დროს პატრიარქმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანმა ეკლესია დაანგრია და შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ განადგურებულია მისი ოჯახიცა და სახლიც. „უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებებსა და ერს შორის მშვიდობა იყოს. უზენაესს ვთხოვ, გამოგზავნოს თავისი ძალა და აამაღლოს ჩვენი ერი“, - თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2795.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.