კრიმინალი: ქართველი „ჯაშუში“-ფოტოგრაფების“ აღიარებითი ჩვენებები | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს შსს-მ გაავრცელა ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის ნათიას აღიარებითი ჩვენებები, ასევე სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ დაკავებული ფოტოკორესპონდენტები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ, იუწყება „GHN“. ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება: მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სამსახურში გადავედი, იგი (ზურაბ ქურციკიძე) მეტად დამიახლოვდა, გახშირდა კონტაქტები და მან შემომთავაზა პრეზიდენტის ღონისძიებების ფოტოსურათებისა და იმ ფოტოების გადაცემა, რომლებიც სტუმრების სტუმრობას ასახავს. გარკვეული დროის შემდეგ ქურციკიძემ, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ამ ფოტოსურათებისთვის კომენტარები და ჩანაწერები მომთხოვა. კიდევ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ზურაბმა სხვა ინფორმაცია მომთხოვა, რომელიც ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ შეესაბამებოდა, რის შემდეგაც მივხვდი, რომ ქურციკიძე სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული და ეს შეგრძნება ძლიერდებოდა, ვინაიდან ვიცოდი, რომ ეს მასალები მოსკოვში ფოტოსააგენტოში იგზავნებოდა. მე უარი ვთქვი, რადგან არ მივცემდი ინფორმაციას და ეს ჩემ მოვალეობებში არ შედიოდა, მაგრამ მან შემახსენა, რომ ფოტოსურათებისთვის აღებული თანხების ქვეშ ხელს ვაწერდი და ამ ინფორმაციას ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდა, ანუ შანტაჟის ენაზე მელაპარაკებოდა. მე შემეშინდა და ურთიერთობა გავწყვიტე. ზურაბი ჩემს საბანკო ანგარიშს მთხოვდა, რათა ფული გამოეგზავნა. საქმე ისაა, რომ ხელზე ფულის გადაცემა შეუძლებელი იყო“, - თქვა გედენიძემ. ნათია გედენიძის აღიარებითი ჩვენება: „ჩემი მეუღლე ირაკლი გედენიძე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში მუშაობდა და პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სტუმრების ფოტოებს იღებდა. ამ ფოტოებს თავის ძველ მეგობარს ზურაბ ქურციკიძეს გადასცემდა, რომელიც მას ფულს უხდიდა. ზურაბმა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოითხოვა. ბოლო პერიოდში ზურაბი ასევე საბანკო ანგარიშს ითხოვდა, რათა გადარიცხვა ხელიდან ხელში არ განხორციელებულიყო“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2793.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.