პოლიტიკა: ქრისტიან–დემოკრატიული პარტია ახალ კოალიციას თავისი გეგმების დაზუსტებას თხოვს | საქართველოს ამბები | ||
ქრისტიან–დემოკრატიული პარტია ახალ კოალიციას "თავისუფალ არჩევანს" მოუწოდებს დღესვე განაცხადოს აპირებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს საარჩევნო კოდექსში რაიმეს შეცვლას. როგორც ქდპ–ის ერთერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ყოფილი "რვაეულის" გაერთიანების მცდელობა ადრეც არსებობდა, თუმცა ქრისტიან–დემოკრატები წინააღმდეგნი იყვენენ. "თუ მათ ასე გადაწყვიტეს, წარმატებას ვუსურვებ, რადგან პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებსაც ცალცალკე ამინდის შექმნა არ შეუძლიათ, გაერთიანება კარგი გამოსავალია. თუ შესაძლებელი იქნება რაიმეს შეცვლა საარჩევნო კოდექსში, ჩვენ მხოლოდ ბედნიერები ვიქნებით. მაგრამ მათ დღესვე უნდა განაცხადონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, რადგან არჩევნებში მონაწილეობის მიღება მიანიშნებს იმას, რომ მათ ხელი მოაწერეს ხელისუფლებასთან." – განაცხადა ვეფხვაძემ. ოპოზიციური "რვაეულმა" დღეს განაცხადა ახალი კოალიციის "თავისუფალი არჩევანის" შექმნის შესახებ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2789.html
| |||
განათავსა - consul | 09 ივლ. 2011, 12:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.