საზოგადოება: ევროპულმა ფოტოსააგენტომ საიტიდან საქართველოსთან დაკავშირებული ყველა ფოტოსურათი წაშალა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაკავებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე EPA-ს თანამშრომელი გახლდათ და საანგენტოს საიტზე ათავსებდა პრეზიდენტის ფოტოსურათებს, რომლებიც პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მიერ იყო მოწოდებული. გედენიძე და ქურციკიძე გუშინ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით ორგანიზაციისთვის, რომელიც იდენტიფიცირდება როგორც ჯაშუშური ქსელი. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. EPA-ს საიტზე გამოქვეყნებულ ბოლო ფოტოსურათებზე მიხეილ სააკაშვილი გადაღებული იყო შერონ სტოუნთან ერთად, რომელიც საქართველოს ჰოლივუდის რეჟისორის რენი ჰარლინის ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე იყო ჩამოსული. ფოტოსურათები ირაკლი გედენიძემ გადაიღო. თავად ქურციკიძის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული იყო 21 მაისისა და 26 მაისის ღამის მიტინგის კადრები. ქართული სააგენტო „IPN“ დაუკავშირდა EPA-ს განმარტებებისთვის, თუმცა მანდ უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე, მოითხოვეს შეკითხვების გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით და დაპირდნენ მათზე პასუხის გაცემას მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2788.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივლ. 2011, 12:17 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.