ეკონომიკა: eBay-იმ მობილური გადახდების სერვისის შეძენასთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი გარიგებაგააფორმა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() eBay გეგმავს გააერთიანოს შეძენილი საგადახდო სერვისის სისტემა PayPal-ის არსებულ ბაზასთან, რომელიც ონლაინ-აუქციონს ეკუთვნის. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Zong-ის შეძენასთან ერთად საყიდლების გადახდას მთელ მსოფლიოში მობილური ტელეფონების 4 მილიარდზე მეტი მფლობელი შეძლებს. „ტელეფონით ჩვენ ისე დავდივართ, თითქოს ჯიბეში სავაჭრო ცენტრი გვაქვს“, - განაცხადა PayPal-ის პრეზიდენტმა სკოტ ტომპსონმა. ამჟამად PayPal-ის მომხმარებელთა რიცხვი 100 მლნ ადამიანად არის შეფასებული. მათგან 8 მილიონი საყიდლებს მობილური ტელეფონების საშუალებით იძენს. კომპანია 2011 წელს მობილური ტრანზაქციების საერთო მოცულობას 3 მლრდ დოლარად აფასებს. Zong-ის მომსახურებები მსოფლიოს 45 ქვეყნის 3 მილიონზე მეტი ადამიანისთვის არის ხელმისწავდომი. 2008 წელს დაფუძნებული კომპანიის საკლიენტო ბაზის მოცულობა არ ზუსტდება. 2010 წელს სააგენტო Lead411-ის ანალიტიკოსებმა Zong კრემნიუმის ხეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა კომპანიად აღიარეს. Zong-ის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება ოფიციალურად 2011 წლის მესამე კვარტალში, მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მოწონების შემდეგ დაიხურება. აპრილში eBay-მ, რომელიც აქტიურ ინტერესს ავლენს მობილური ტელეფონების საშუალებით ვაჭრობის ბაზრის მიმართ, გააფორმა მობილური რეკლამის ოპერატორ Where Inc.-ის შეძენის ხელშეკრულება. გარიგების ღირებულება 135 მილიონი დოლარი გახლდათ. მარტის ბოლოს უმსხვილესმა ინტერნეტ-აუქციონმა შეთანხმება დადო ელექტრონული კომერციისათვის განკუთვნილი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტების მომწოდებლის - GSI Commerce-ის შეძენის შესახებ. გარიგების თანხამ 2.4 მლრდ დოლარი შეადგინა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2786.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივლ. 2011, 12:15 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.