aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 საზოგადოება: ბრიტანეთში სკანდალის გამო ერთ-ერთი უძველესი გამოცემა დაიხურა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბრიტანული ტაბლოიდი News Of The World  აღარ გამოვა, იტყობინება Sky News. როგორც News Corp.-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ჯეიმს მერდოკმა განაცხადა, გაზეთის ბოლო ნომერი გაყიდვაში კვირას, 10 ივლისს გამოვა. ერთ-ერთი უძველესი გამოცემის დახურვის მიზეზი გახდა სკანდალი ვარსკვლავების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენის გარშემო.



ჯეიმს მერდოკის განცხადებაში, რომელიც News Corp.-ის მფლობელის რუპერტ მერდოკის ვაჟია, News Of the World-ის ბოლო ნომრებში სარეკლამო განცხადებები არ იქნება. მათთვის განკუთვნილ ადგილებში მოცემული იქნება შეტყობინებები საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან.


ხუთშაბათს, 7 ივლისს, ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ გრანტმა, რომელიც უკანონო მოსმენის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა, მოუწოდა რეკლამის განმთავსებლებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მერდოკის გამოცემისა და განსაკუთრებით News Of The World-სათვის. მასმედიაში უკვე გამოჩნდა შეტყობინებები იმაზე, რომ მერდოკის კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტეს კომპანიებმა Ford, Mitsubishi, Lloyds Banking Group და Virgin Holidays.


News Of The World-ის რედაქციამ აღიარა ცნობილი პიროვნებების ტელეფონების უკანონო მოსმენა 2011 წლის გაზაფხულზე. გამოცემის წინააღმდეგ სარჩლები შეიტანეს ბრიტანელმა პრემიერმა დევიდ კამერონმა, მსახიობმა ჯუდ ლოუმ და მსახიობმა სიენა მილერმა.


ტაბლოიდი News Of The World1843 წლიდან გამოდიოდა. 2011 წელს ინტერნეტ-სერვის Mondo Times-მა აღიარა გამოცემა ინგლისურენოვან გაზეთად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტირაჟით.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2785.html
განათავსა - Drakula | 09 ივლ. 2011, 12:14 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: ბრიტანეთში სკანდალის გამო ერთ-ერთი უძველესი გამოცემა დაიხურა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 სექტემბერი 2024
  • English Georgian