გარემო: ისლანდიაში „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ იხსნება | მსოფლიოს ამბები | ||
ისლანდიაში დაფიქსირდა ვულკან ჰეკლას (Hekla) მაღალი აქტივობა, რომელიც შუა საუკუნეებში ცნობილი იყო სახელით „ჯოჯოხეთის კარიბჭე“. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presseისლანდიელ გეოფიზიკოსებზე მინიშნებით. გასაზომი მოწყობილობები ვულკანის წიაღში მაგმის უჩვეულო მოძრაობაზე მიუთითებენ. ისლანდიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ვულკანი ჰეკლა უჩვეულო აქტივობას ბოლო სამი დღის განმავლობაში ავლენს. ისლანდიის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იგი მზადაა გაიღვიძოს, თუმცა არაა აუცილებელი, რომ ამოფრქვევა უახლოეს დღეებში დაიწყება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჰეკლა გამოირჩევა ამოფრქვევის დაწყებასა და მაგმის პირველ გასროლას შორის მოკლე ფაზით. 2000 წელს ეს ფაზა საათნახევარი, 1970 წელს კი მხოლოდ 25 წუთი გრძელდებოდა. ჰეკლა ისლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. უკანასკნელად მან 11 წლის წინ გაიღვიძა. საშუალოდ ჰეკლა ათწლეულში ერთხელ ამოიფრქვევა. 2011 წლის მაისის ბოლოს ისლანდიაში ვულკანი გრიმსვოტნი გამოიფრქვა. ატმოფეროში ფერფლის ამოფრქვევამ დიდ ბრიტანეთსა და ისლანდიაში აეროპორტების დახურვა და მრავალი ევროპული ავიარეისის გაუქმება გამოიწვია. 2010 წლის მაისში ისლანდიური ვულკანის ეიაფიატლაიოკუდლის ამოფრქვევამ ევროპის საჰაერო სივრცის თითქმის სრული დახურვა გამოიწვია. ავიაკომპანიებისათვის მიყენებულმა საერთო ზარალმა 1.7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2782.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივლ. 2011, 19:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.