კრიმინალი: დაკავებულია ფოტოგრაფები ჯაშუშობის ბრალდებით | საქართველოს ამბები | ||
თბილისში დაკავებულ ფოტოგრაფებს ბრალს სდებენ ჯაშუშობაში ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს სპეცსამსახურის სასარგებლოდ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, იტყობინება “GHN“. შსს აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულები არიან: საქართველოს სსს-ის ფოტოგრაფი გია აბდალაძე, „სააგენტო ევროპის პრესფოტოს“ ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე. დაკავებულებს ბრალს სდებენ სამსახურებრივი მოვალეობების გამოყენებაში ინფორმაციის შესაგროვებლად და მის გადაცემაში ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს სპეცსამსახურის საფარქვეშ მომუშავე ორგანიზაციისათვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ. ამასთანავე, 314-ე სტატიის პირველი ნაწილის თანახმად, გადაცემის მიზნით იმ ნივთების, დოკუმენტაციის, ცნობებისა და სხვა მონაცემების შენახვა ან გადატანა, რომლებიც საქართველოს საიდუმლო სახელმწიფო ცნობებს შეიცავს, უცხოური სახელმწიფოებისათვის, უცხოური ორგანიზაციებისათვის ან მათი წარმომადგენლებისათვის, ასევე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დაზვერვა, ან უცხოური სახელმწიფოს დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-12 წლის ვადით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2777.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივლ. 2011, 10:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.