მეცნიერება-ტექნოლოგიები: ავსტრალიაში მეცნიერებმა დიპროდოტონის მთლიანი ჩონჩხი იპოვეს | მსოფლიოს ამბები | ||
როგორც ABC Newsიტყობინება, ქალაქ ბერქტაუნის რაიონში (ავსტრალია) მკლევარებმა აღმოაჩინეს დიპროდოტონის ჩონჩხი. მეცნიერთა თქმით, ჩონჩხი შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფება. დიპროტოფონები დედამიწაზე 2 მლნ-50 ათასი წლის წინანდელ პერიოდში ცხოვრობდნენ. ისინი ჩვენს პლანეტა მობინადრეთა შორის ყველაზე დიდ ჩანთოსნებად არიან მიჩნეულები. მათი სიგრძე სამ მეტრს, ხოლო სიმაღლე - ორ მეტრს აღწევდა. თავიანთ ნაშიერებს ეს ცხოველები ჩანთაში ატარებდნენ, გარეგნულად კი მოგვაგონებდნენ ვომბატებს, რომლებიც ამჟამად მათი უახლოესი ნათესავებია. ამას გარდა, დიპროტოდონებს ხანდახან გიგანტურ ვომბატებს უწოდებენ. მეცნიერთა თქმით, მათ მიერ ნაპოვნი ჩონჩხი ადრე აღმოჩენილთა შორის ყველაზე სრულია. ასევე მკვლევარებმა ნაპოვნის კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურება აღნიშნეს - ამ ჩონჩხში დიპროტოდონის ყველა ძვალი ერთ ადგილას არის თავმოყრილი, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება. მეორენაირად დიპროტოდონს „ჩანთოსან ბეჰემოტს“ უწოდებენ და იგი ავსტრალიურ მეგაფაუნას მიეკუთვნება. ეს ცხოველები ცხოვრობდნენ მეჩხერ ტყეებში, ასევე ბალახოვან ვაკეებში და, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წყალთან ახლოს ბინადრობდნენ. მათი კვების რაციონი მოიცავდა ხეების ფოთლებს, ბუჩქნაროვან მცენარეებსა და მცირე რაოდენობით ბალახს. წყარო - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2773.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 ივლ. 2011, 22:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.