aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ნუგზარ წიკლაური: საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების დაკავშირება სომხურ ეკლესიასთან უპასუხისმგებლოა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების დაკავშირება სომხურ ეკლესიასთან შეუცნობელი ადამიანების უპასუხისმგებლო განცხადებაა, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს, იუწყება “GHN“.



ამის შესახებ მან განაცხადა, როდესაც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის არქიეპისკოპოსის, მამა ზენონის სიტყვებზე კომენტარს აკეთებდა.


„ეს შეუცნობელი ადამიანის უპასუხისმგებლო განცხადებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ექვსი წლის განმავლობაში წარმოებს და მე მრცხვენია, რომ პარლამენტმა ამდენი ხნის განმავლობაში რელიგიური გაერთიანებების სტატუსის შესახებ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლო“, - თქვა წიკლაურმა.


რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ეკლესიების სომხური მხარისთვის გადაცემის საკითხს, უმრავლესობის წარმომადგენელი ამ თვალსაზრისით პრობლემებს ვერ ხედავს, ვინაიდან ყველაფერს მეცნიერები დაადგენენ.
„თუ რომელიმე ტაძარი ნამდვილად სომხურია, ვერ ვხვდები, რატომ უნდა არსებობდეს პრობლემა იმისა, რომ ამ ხალხმა ტაძარში ილოცოს“ - თქვა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის არქიეპისკოპოსმა, მამა ზენონმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიღება პირდაპირ უკავშირდება სომხური სამოციქულო ეკლესიის სურვილსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანისა და საქართველოს ხელისუფლებების მოლაპარაკებებს, რომლებიც ივნისში შედგა, რასაც წინ უსწრებდა საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტი.


ასევე აღვნიშნავთ, რომ 5 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენაში დაამტკიცა შესწორებები სამოქალაქო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და, ამავე დროს, აწესებს უფლებას იმის თაობაზე, რომ კონკორდატი მხოლოდ ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიასთან შეიძლება გაფორმდეს.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2771.html
განათავსა - Drakula | 06 ივლ. 2011, 22:52 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ნუგზარ წიკლაური: საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების დაკავშირება სომხურ ეკლესიასთან უპასუხისმგებლოა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 29 სექტემბერი 2024
  • English Georgian