aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეკონომიკა: BP: „მსოფლიოში ენერგომოხმარება რეკორდებს ამყარებს“ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიო ენერგომოხმარების თვალსაზრისით 2010 წელი რეკორდული გახდა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 6 ივლისს, ბაქოში BP Russia-ს უფროსმა ეკონომისტმა ლევ ფრენკმანმა თქვა.



„რეკორდებიროგორც ყველა რეგიონის, ისე სათბობის ყველა სახეობის მიხედვით დამყარდა“, - თქვა ფრენკმანმა BP-ის მსოფლიო ეკონომიკა - 2010-ის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე.


BP-ის მონაცემებით, ენერგორესურსების მსოფლიო მოხმარება 2010 წელს 5.6 პროცენტით გაიზარდა, რაც 1973 წლიდან ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


ფრენკმანის თქმით, მოხმარების ასეთ ზრდა მსოფლიო ეკონომიკის ციკლურობას უკავშირდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების მოთხოვნა 2010 წელს 3.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმ ქვეყნებისა, რომლებიც აღნიშნულ ორგანიზაციაში არ შედიან - 7.5 პროცენტით.


მისი თქმით, 2010 წელს ასევე შეიმჩნეოდა ნავთობის მოხმარების ზრდა 3.1 პროცენტით, რაც საპროცენტო გამოთვლებით 2004 წლიდან ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. OECD-ის ქვეყნებში ნავთობის მოხმარების ზრდამ 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებიც ორგანიზაციაში არ შედიან - 5.5 პროცენტი.


BP-ის მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მოპოვება შარშან 2.2 პროცენტით გაიზარდა.


ფრენკმანის თქმით, 2010 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ბალანსში უცვლელად იზრდებოდა ბუნებრივი აირის წილი. შარშან აირის მოხმარების ზრდის ტემპებმა 7 პროცენტს გადააჭარბა. BP-ის მონაცემებით, აირის მოპოვება შარშან 7.3 პროცენტით გაიზარდა. მოპოვების ინტენსიური ზრდა შეინიშნებოდა რუსეთში (11.6 პროცენტი) და კატარში (30.7 პროცენტი).


2010 წელს გათხევადებული აირის ვაჭრობის ზრდამ 22.6 პროცენტი შეადგინა. BP-ის მონაცემებით, აირის მსოფლიო ვაჭრობაში LNG-ის წილი დღეისათვის 30.5 პროცენტს შეადგენს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2770.html
განათავსა - Drakula | 06 ივლ. 2011, 22:50 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: BP: „მსოფლიოში ენერგომოხმარება რეკორდებს ამყარებს“" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 სექტემბერი 2024
  • English Georgian