მეცნიერება-ტექნოლოგიები: ლონდონში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ალიანსი შეიქმნა | მსოფლიოს ამბები | ||
სამშაბათს, 5 ივლისს, ლონდონში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ალიანსი (The International Cyber Security Protection Alliance - ICSPА). ტელეკომპანია ბი-ბი-სის მონაცემებით, ახალი სტრუქტურა, რომელმაც „გააერთიანა მთავრობები, საერთაშორისო ბიზნესი და სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის, ევროპოლი“, დაკავდება კიბერდანაშაულებრიობასთან ბრძოლით გლობალური მასშტაბებით. საჭიროა აღინიშნოს, რომ ახალი ორგანიზაცია არაკომერციული გახლავთ. როგორც მოსალოდნელია, მისი დაფინანსება ევროკავშირისა და რიგი სხვა ქვეყნების (მათ შორის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ახალი ზელანდიის, აშშ-ის) მთავრობების, ასევე კერძო სექტორის კომპანიების მიერ განხორციელდება. ICSPА-ის სათავეში ჩაუდგება 2001-2004 წლების დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დევიდ ბლანკეტი. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ალიანსი „გეგმავს იმუშაოს ევროკავშირის პოლიციის სამსახურთან - ევროპოლთან პარტნიორობით“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კიბერსაფრთხესთან ბრძოლის ამ სტრუქტურის ფორმირებას. მან აღნიშნა, რომ კიბერსაფრთხე „ჭეშმარიტად გლობალურ ზომებს“ საჭიროებს. მისი თქმით, ბიზნესს, მთავრობებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების ფორმირების გარდა, ორგანიზაცია ასევე წვლილს შეიტანს შესაბამისი სპეციალისტების მომზადებაში, უზრუნველყოფს გამოცდილების საერთაშორისო გაცვლას. ალიანსს მხარი დაუჭირა კიბერუსაფრთხოებისა და ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში მომუშავე ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა McAfee დაTrend Micro. კომპანია Trend Micro-ს უსაფრთხოების დარგში გამოკვლევების დირექტორმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახალი ალიანსის მღელვარებას იწვევს, განეკუთვნება ბრაზილია, სადაც აღნიშნულია მავნე პროგრამების შექმნა საბანკო სისტემებისათვის, ჩინეთი, რომლის კომპიუტერები ხშირად გამოიყენება დამნაშავეების მიერ საზღვარგარეთიდან თავდასხმებისათვის მესამე ქვეყნებზე, ასევე რუსეთი და უკრაინა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2769.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 ივლ. 2011, 22:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.