გარემო: თბილისში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა იწყება | საქართველოს ამბები | ||
კომპანია LISI Development-მა თბილისის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მწვანე ქალაქის“ მშენებლობის პირველი ფაზის პრეზენტაცია ჩაატარა. როგორც LISI Development-ში იტყობინებიან, საინვესტიციო პროექტის საწყისი ღირებულება 100 მლნ დოლარს აჭარბებს. ახალი მწვანე ქალაქის განვითარება ლისისუბნის პირველი ეტაპის მშენებლობით იწყება. ლისი - ესაა ეკოლოგიური ქალაქი ქალაქში რეკრეაციული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ინფრასტრუქტურით, რომელიც განახლებულ ლისის ტბას ლისის საცხოვრებელ რაიონებთან დაკავშირებს. ქალაქში იქნება ტაძარი, სპა-ცენტრი და ბრიჯ-ჰაუსი (შემოქმედებითი სახელოსნოები). „ლისისუბნის“ მშენებლობის პირველი ეტაპი 2011 წლის ივლისში დაიწყება და 2012 წელს დასრულდება. მშენებლობის პირველი ფაზა 5 ჰექტარ მიწას მოიცავს. „ლისისუბნის“ მშენებლობის პირველი 40 პუნქტიანი ნაწილი ვაშლისჯვრის რაიონთან დაგებულ ახალ გზასთან ახლოს არის განლაგებული. საცხოვრებელი სახლების გარდა გათვალისწინებულია საცურაო აუზის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და საბავშვო მოედნის მშენებლობა. მრავალფუნქციური ეკოლოგიური რაიონის „ქალაქი ქალაქში“ მშენებლობის პროექტის მსხვილი ინვესტორები არიან ამერიკული ფინანსური კორპორაცია (OPIC) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO). „მწვანე ქალაქი ლისი“ განლაგებული იქნება 355 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე ერთ მესამედზე საცხოვრებელი სეგმენტი განლაგდება - სახლები, ვილები, ხოლო ორ მესამედზე შენარჩუნებული იქნება ამ ადგილის უნიკალური ფლორა და სპეციალურად გაშენებული ბაღები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2767.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 ივლ. 2011, 22:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.